რუსებმა ესროლეს დრონს და მოხვდა თვითმფრინავს: პილოტების გმირობა, ალიევის აღშფოთება და პუტინის ბოდიში - რა მოხდა Embraer 190 - ის ბორტზე | Allnews.Ge

რუსებმა ესროლეს დრონს და მოხვდა თვითმფრინავს: პილოტების გმირობა, ალიევის აღშფოთება და პუტინის ბოდიში - რა მოხდა Embraer 190 - ის ბორტზე

მიმ­დი­ნა­რე წლის 25 დე­კემ­ბერს ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ აქთა­უ­ში “აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად 38 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ბორტზე, რო­მე­ლიც ბაქო-გროზ­ნოს რე­ისს ას­რუ­ლებ­და, 67 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის ეკი­პა­ჟის 5 წევ­რი და 62 მგზავ­რი.

ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის 23 მო­ქა­ლა­ქე, რუ­სე­თის 7 მო­ქა­ლა­ქე და ყა­ზა­ხე­თის 6 მო­ქა­ლა­ქე. ეკი­პა­ჟის 5 წევ­რი­დან 2 და­ი­ღუ­პა და 3 გა­დარ­ჩა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წარ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ “აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ თვითმფრი­ნა­ვის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა რუ­სულ­მა მიწა-ჰა­ე­რის ტი­პის რა­კე­ტამ გა­მო­იწ­ვია.

მე­დი­ა­ში, კა­ტას­ტრო­ფამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე, უშუ­ა­ლოდ ბორტზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო კად­რე­ბიც გავ­რცელ­და. კად­რებ­ში ჩანს და­ძა­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო სა­ლონ­ში, სა­დაც მგზავ­რე­ბი ლო­ცუ­ლო­ბენ და ჟანგბა­დის ნიღ­ბე­ბი უკვე გახ­სნი­ლია.