"პირველი 3 დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია" - რას აცხადებს ილჰამ ალიევი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ | Allnews.Ge

"პირველი 3 დღე რუსეთიდან აბსურდული თეორიების გარდა არაფერი გვსმენია" - რას აცხადებს ილჰამ ალიევი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ

"ის ფაქ­ტი, რომ ჩა­მო­ვარ­დნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი სავ­სე იყო ნახ­ვრე­ტე­ბით, მთლი­ა­ნად ხსნის დღის წეს­რი­გი­დან ჩი­ტებ­თან შე­ჯა­ხე­ბის თე­ო­რი­ას", - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ თვითმფრი­ნა­ვის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სეთ­ში ზო­გი­ერ­თმა წრემ ამ თე­ო­რი­ის წა­მო­ყე­ნე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა. ჩვენ­თვის კი­დევ ერთი სამ­წუ­ხა­რო და გა­საკ­ვი­რი მო­მენ­ტი იყო ის, რომ რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლურ­მა უწყე­ბებ­მა წა­მო­ა­ყე­ნეს თე­ო­რი­ე­ბი თვითმფრი­ნავ­ში გა­ზის ბა­ლო­ნის აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ. ანუ ამან ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სულ მხა­რეს სურ­და ამ სა­კი­თხის გა­და­ფარ­ვა, რაც, რა თქმა უნდა, არა­ვის არ ეკად­რე­ბა. რა თქმა უნდა, ჩვენს თვითმფრი­ნავს შემ­თხვე­ვით და­არ­ტყეს. რა თქმა უნდა, აქ მი­ზან­მი­მარ­თულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტზე სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა. ამი­ტომ, და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბა, მე­გო­ბარ ქვეყ­ნად მიჩ­ნე­უ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის დრო­უ­ლი ბო­დი­შის მოხ­და და ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო ზო­მე­ბი და ნა­ბი­ჯე­ბი, რაც უნდა გა­დად­გმუ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ვე­ლი სამი დღე რუ­სე­თი­დან აბ­სურ­დუ­ლი თე­ო­რი­ე­ბის გარ­და არა­ფე­რი გვსმე­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

მისი თქმით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა რუ­სულ მხა­რეს მკა­ფიო მო­თხოვ­ნე­ბი წა­რუდ­გი­ნა. ეს მო­თხოვ­ნე­ბი მათ ოფი­ცი­ა­ლუ­რად 27 დე­კემ­ბერს ეც­ნო­ბათ. რის­გან შედ­გე­ბა? პირ­ველ რიგ­ში, რუ­სულ­მა მხა­რემ აზერ­ბა­ი­ჯანს ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოს. მე­ო­რე, მან უნდა აღი­ა­როს თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი. მე­სა­მე, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა და­ე­კის­როთ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს, ასე­ვე და­შა­ვე­ბულ მგზავ­რებ­სა და ეკი­პა­ჟის წევ­რებს კომ­პენ­სა­ცია გა­და­უ­ხა­დონ. ეს არის ჩვე­ნი პი­რო­ბე­ბი. პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი გუ­შინ შეს­რულ­და. იმე­დია სხვა პი­რო­ბებ­საც მი­ი­ღე­ბენ. ყვე­ლა ეს მო­თხოვ­ნა სა­მარ­თლი­ა­ნია. აქ არ არის სა­გან­გე­ბო მო­თხოვ­ნე­ბი და სა­კი­თხე­ბი; ეს ყვე­ლა­ფე­რი ეფუძ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას და ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნურ ქცე­ვას“, - აღ­ნიშ­ნა ალი­ევ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 25 დე­კემ­ბერს ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ აქთა­უ­ში „აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად 38 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე, რო­მე­ლიც ბაქო-გროზ­ნოს რე­ისს ას­რუ­ლებ­და, 67 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის ეკი­პა­ჟის 5 წევ­რი და 62 მგზავ­რი. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წარ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ „აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ავი­ა­ხა­ზე­ბის“ თვითმფრი­ნა­ვის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა რუ­სულ­მა მიწა-ჰა­ე­რის ტი­პის რა­კე­ტამ გა­მო­იწ­ვია.