ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას" აანონსებს - რა განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა | Allnews.Ge

ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას" აანონსებს - რა განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა

აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც კი 20 იან­ვარს მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გე­ბა, ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდ დე­პორ­ტა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ას და­ი­წყებს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას New York Post-ი ავ­რცე­ლებს.

"ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში დაბ­რუ­ნე­ბის პირ­ველ დღეს, ხელს მო­ვა­წერ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბრძა­ნე­ბე­ბის ის­ტო­რი­ულ ფურ­ცელს, რომ დავ­კე­ტოთ ჩვე­ნი სა­ზღვრე­ბი არა­ლე­გა­ლი უცხო­ე­ლე­ბის­თვის და შე­ვა­ჩე­როთ შე­მოჭ­რა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

იმა­ვე დღეს, და­ვი­წყებთ ყვე­ლა­ზე დიდ დე­პორ­ტა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ას ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში, უფრო მას­შტა­ბურს, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტი დუ­ა­იტ ეი­ზე­ნ­ჰა­უ­ე­რის იყო“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

შე­გახ­სე­ნებთ, დო­ნალდ ტრამ­პი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რო­ბას დებ­და, რომ ჩა­ა­ტა­რებ­და მა­სობ­რივ დე­პორ­ტა­ცი­ის კამ­პა­ნი­ას აშშ-ში მცხოვ­რე­ბი არა­ლე­გა­ლი ემიგ­რან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.