რას გეგმავს ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით - Financial Times სანდრო წყაროზე დაყრდნობით არჩეული პრეზიდენტის გეგმებზე წერს | Allnews.Ge

რას გეგმავს ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით - Financial Times სანდრო წყაროზე დაყრდნობით არჩეული პრეზიდენტის გეგმებზე წერს

დო­ნალდ ტრამპმა ევ­რო­პელ ლი­დე­რებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას გა­აგ­რძე­ლებს და ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებს თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის მშპ-ის 5%-მდე გაზ­რდა მოს­თხო­ვა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Financial Times წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის წყა­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნა ნატო-ს წევ­რი არ უნდა გახ­დეს და ომის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დას­რუ­ლე­ბა სურს.თუმ­ცა, მისი აზ­რით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის­თვის ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა "მშვი­დო­ბა ძა­ლის მეშ­ვე­ო­ბით“ იდე­ას შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ამას­თან, დო­ნალდ ტრამ­პი ნატო-ს წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის გა­ორ­მა­გე­ბას და მშპ-ის 5%-მდე გაზ­რდას სთხოვს, თუმ­ცა გა­მო­ცე­მის წყა­როს ცნო­ბით, აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის მშპ-ის 3,5%-მდე გაზ­რდა­საც და­თან­ხმდე­ბა.

ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის სა­კი­თხებ­ში დო­ნალდ ტრამ­პის მო­მა­ვა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კი­ევს იან­ვარ­ში ეწ­ვე­ვა. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. "ეს იან­ვრის და­სა­წყის­ში შედ­გე­ბა. ჩვენ ბა­ტონ კე­ლოგს ვე­ლო­დე­ბით და შემ­დეგ ვი­სა­უბ­რებთ იმა­ზე, თუ რა აქვს მას მხედ­ვე­ლო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­დამ­დგა­რი გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი კიტ კე­ლო­გი გა­სულ თვე­ში და­ა­სა­ხე­ლა.