პუტინის ახალი ინიციატივა - ის პორნოსაიტების ალტერნატივის შექმნას გეგმავს: "უნდა იყოს ისეთი რაღაც, რაც ადამიანს მოაჯადოვებს" | Allnews.Ge

პუტინის ახალი ინიციატივა - ის პორნოსაიტების ალტერნატივის შექმნას გეგმავს: "უნდა იყოს ისეთი რაღაც, რაც ადამიანს მოაჯადოვებს"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ყოველწლიურ ინტერვიუზე პირდაპირ ეთერში სხვადასხვა თემაზე ილაპარაკა, მათ შორის იყო სოციალური ქსელები.

პუტინი მიიჩნევს, რომ დიდი პრობლემაა, როდესაც მსოფლიოში პორნოსაიტებს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და საჭიროა, დროის ასე გატარება უფრო ხარისხიანი და საინტერესო ალტერნატივით ჩანაცვლდეს.

„პორნოსაიტებს მთელ მსოფლიოში უყურებენ. ჯერ პორნოსაიტებს უყურებენ და მერე როგორ კატლეტს უკვეთავენ. ეს ხომ მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, ეს მსოფლიოს პრობლემაა. უნდა შევთავაზოთ ისეთი საინტერესო რამ, ადამიანმა შევიდეს, გახსნას პორნოსაიტი და თქვას: "აჰ, ეს უკვე ნანახი მაქვს, ახლა რაღაც სხვა მინდა ვნახო." უნდა იყოს ისეთი რაღაც, რაც ადამიანს მოაჯადოვებს,“ - აღნიშნა რუსეთის პირველმა პირმა.