"ეს ჯოჯოხეთია" - სირიაში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს: ნაპოვნია 100 000-ზე მეტი ადამიანის ნეშტი: კიდევ 60,000 ადამიანი ციხეებში წამებით მოკლეს
სირიელმა უფლებადამცველებმა სირიის დედაქალაქ დამასკის ჩრდილოეთით 40 კილომეტრში, ალ-კუტაიფში, მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს სადაც ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს დაღუპული სულ მცირე 100 000 ადამიანია დამარხული.
ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ში დაფუძნებული “სირიის საგანგებო ვითარებათა ოპერატიული ჯგუფის“ ხელმძღვანელმა მუაზ მუსტაფამ განუცხადა.
უფლებადამცველის თქმით, ამ სამარხის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა იმ მუშების ჩვენებებს, რომლებმაც სირიიდან გაქცევა მოახერხეს.
თუმცა, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. როგორც BBC წერს, ჰუმანიტარულმა ჯგუფმა რეგიონში კიდევ რამდენიმე მასობრივი საფლავი აღმოაჩინა და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
“დამასკოს ცენტრიდან 10 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე, ადრას ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში არსებული გამომშრალი მიწის ნაკვეთი შემოღობილია ცემენტის კედლებით. მიახლოებისას ვხედავთ მაშველთა ჯგუფს ჰუმანიტარული ორგანიზაციიდან. ისინი ეძებენ მასობრივ საფლავებს,“ - წერს გამოცემა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერნეტში მასობრივი საფლავებისა და ასადის სასტიკი რეჟიმის მსხვერპლთა ვიდეოებიც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პატიმრები გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ. იხილეთ სრულად