"არა, არ მომიწვევია, თუმცა თუ მას სურს ჩამოსვლა, დავპატიჟებდი"- რა განაცხადა ტრამპმა ინაუგურაციაზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევასთან დაკავშირებით?
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინაუგურაციაზე არ მიუწვევია, თუმცა ისურვებდა, რომ ის მისულიყო. ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე, მიიწვია თუ არა მან ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ინაუგურაციაზე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ პარიზში გამართული შეხვედრისას ზელენსკი ინაუგურაციაზე არ მიუწვევია. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.