"ალ-ქაიდას" ყოფილი მებრძოლი და მულტიმილიონერი - ვინ არის აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი, ვინც ასადის რეჟიმი დაამხო? | Allnews.Ge

"ალ-ქაიდას" ყოფილი მებრძოლი და მულტიმილიონერი - ვინ არის აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი, ვინც ასადის რეჟიმი დაამხო?

სი­რი­ა­ში, ბა­შარ ალ-ასა­დის მმარ­თვე­ლო­ბა და­ემ­ხო - ის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცნენ და რო­გორც ცნო­ბი­ლია, მოს­კოვს შე­ა­ფა­რეს თავი.

პარ­ტია "ბა­ა­სი" სი­რი­ას სა­მოც წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და და და­ემ­ხო ათ დღე­ში. და­ნამ­დვი­ლე­ბით არა­ვინ იცის, რა ბედი ეწე­ვა სი­რი­ას, მაგ­რამ ამ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და გავ­ლე­ნის­თვის ბრძო­ლა რო­გორც შიდა, ისე გარე მო­თა­მა­შე­ებს შო­რის უკვე და­წყე­ბუ­ლია.

რა­ტომ და­ე­ცა ასა­დი ასე სწრა­ფად?რი­ცხვი "რვა" სა­ბე­დის­წე­რო გახ­და სი­რი­ის ის­ტო­რი­ა­ში. 1963 წლის 8 მარტს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და არა­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რე­ნე­სან­სის პარ­ტია ("ბა­ა­სი"), 2024 წლის 8 დე­კემ­ბერს კი და­ე­ცა.

ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო 1963 წლის თე­ბერ­ვალ­ში "ბა­ა­სის" ერა­ყულ­მა გან­ყო­ფი­ლე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ა­წყო და ძა­ლა­უფ­ლე­ბა სრუ­ლად და­იქ­ვემ­დე­ბა­რა. ამით შთა­გო­ნე­ბულ­მა სი­რი­ელ­მა ოფიც­რებ­მა ახა­ლი აჯან­ყე­ბა მო­ა­წყვეს, რო­მე­ლიც 1963 წლის 8 მარტს წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. გა­დატ­რი­ა­ლე­ბი­სას წამ­ყვა­ნი რო­ლე­ბი შე­ას­რუ­ლეს გაქ­ცე­უ­ლი ბა­შარ ასა­დის მა­მამ ჰა­ფეზ ასად­მა და სა­ლაჰ ჯა­დიდ­მა. სწო­რედ ჯა­დი­დი გახ­და ჰა­ფეზ ასა­დის ყვე­ლა­ზე დიდი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გა­დატ­რი­ა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გობ­რებს შო­რის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სულ უფრო იზ­რდე­ბო­და და 1969 წელს კონ­ფლიქ­ტი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­შიც გა­და­ი­ზარ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯა­დიდს ხელ­მძღვა­ნე­ლი პოს­ტი (გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი) ეჭი­რა, ქვეყ­ნის არ­მი­ა­ში მას­ზე დიდ გავ­ლე­ნას ჰა­ფეზ ასა­დი ფლობ­და.

1970 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს "ბა­ა­სის" რიგ­გა­რე­შე სხდო­მა იმარ­თე­ბო­და

ყრი­ლო­ბა­ზე ასა­დი დე­ლე­გა­ტე­ბის კრი­ტი­კულ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ გა­კი­ცხა, დად­გა პარ­ტი­ი­დან მისი გა­რი­ცხვის სა­კი­თხიც, რა­საც ასე­ვე მხა­რი და­უ­ჭი­რა დე­ლე­გა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, თუმ­ცა ამას უკვე არა­ნა­ი­რი პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და. საქ­მე ისაა, რომ ჯერ კი­დევ შე­ნო­ბა­ში შეს­ვლამ­დე ჰა­ფეზ ასად­მა მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებს უბ­რძა­ნა, ალ­ყა­ში მო­ექ­ცი­ათ შე­ნო­ბა. ასა­დის ბრძა­ნე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს ჯა­დი­დის მთავ­რო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წევ­რე­ბი, ხოლო თა­ვად ჯა­დიდს და რამ­დე­ნი­მე სა­შუ­ა­ლო რგო­ლის ხელ­მძღვა­ნელს ასა­დის მთავ­რო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც უარი უთხრა, რის მე­რეც და­ა­პა­ტიმ­რეს...

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ 1971 წლი­დან სი­რი­ის სა­თა­ვე­ში ასა­დის ოჯა­ხი მო­ვი­და, ჰა­ფეზ ასა­დის შემ­დეგ ქვეყ­ნის მარ­თვა მის­მა ვაჟ­მა - ბა­შარ­მა გა­და­ი­ბა­რა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ა.წ. 8 დე­კემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბა­შარ ალ-ასა­დი სი­რი­ი­დან რუ­სეთ­ში გა­იქ­ცა, სა­დაც მას თავ­შე­სა­ფა­რი "ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ნიშ­ნით“ მის­ცეს. უფრო მე­ტიც, მე­დი­ის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, გაქ­ცე­ვა ფა­რუ­ლად მოხ­და სი­რი­ის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის­გან, რო­მელ­თა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თით­ქმის მა­შინ­ვე გა­მოთ­ქვეს მზად­ყოფ­ნა ითა­ნამ­შრომ­ლონ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან - შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას­თან Hayat Tahrir al-Sham-ის (HTS) მე­თა­უ­რო­ბით.

siria1-57097-1733815042.jpg

ასა­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ტე­ვა 27 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო. ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა ორ კვი­რა­ზე ნაკ­ლებ დრო­ში ჩა­იგ­დეს ხელ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა და მი­ი­ღეს კარტბ­ლან­ში გარე მო­თა­მა­შე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ გზით ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას სი­რი­ა­ზე. ასა­დის მო­კავ­ში­რე­ე­ბი, რუ­სე­თი და ირა­ნი ცდი­ლობ­დნენ მის დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ მათი რე­სურ­სე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი იყო რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო (ომი უკ­რა­ი­ნა­ში და პრო­ი­რა­ნუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა ლი­ბან­სა და სი­რი­ა­ში ის­რა­ელ­თან ომის შე­დე­გად). მალე და­ირ­კვა, რომ ასა­დი რე­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა, შე­დე­გად სი­რი­ის არ­მია სწრა­ფად ჩა­მო­ი­შა­ლა...

რა იქ­ნე­ბა ახლა, ამის გან­ჭვრე­ტა რთუ­ლია, თუმ­ცა სი­რი­ის დიქ­ტა­ტო­რის ჩა­მოგ­დე­ბით ირან­მა და რუ­სეთ­მა უდი­დე­სი კრა­ხი გა­ნი­ცა­დეს.

ცნო­ბის­თვის:სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე 13-წლი­ან ომში, თით­ქმის 500 000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის 300 ათას­ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. მსხვერ­პლის რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად მეტი იყოს. 100 ათა­სი სი­რი­ე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ით­ვლე­ბა "და­კარ­გუ­ლად", რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნიც ან მოკ­ლეს ან და­ი­ღუპ­ნენ ასა­დის ცი­ხე­ებ­სა და სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში. სი­რი­ის ომამ­დე­ლი, 16,5 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან 6,5 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­იქ­ცა სა­ზღვარ­გა­რეთ, ძი­რი­თა­დად მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­ში, იორ­და­ნი­ა­სა და ლი­ბან­ში, სულ ცოტა, 1 მი­ლი­ო­ნი კი - ევ­რო­პა­ში. იხილეთ სრულად