"ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს" - სალომე ზურაბიშვილის ფრანგული ვოიაჟი: შეხვედრა ტრამპთან, მაკრონთან, ჯორჯია მელონთან და მასკთან: რას წერს პრეზიდენტი? | Allnews.Ge

"ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს" - სალომე ზურაბიშვილის ფრანგული ვოიაჟი: შეხვედრა ტრამპთან, მაკრონთან, ჯორჯია მელონთან და მასკთან: რას წერს პრეზიდენტი?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სალო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში, ხან­ძრის შემ­დეგ აღ­დგე­ნი­ლი პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის გახ­სნას და­ეს­წრო. პა­რიზ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბი და სხვა მა­ღა­ლი რან­გის რან­გის პი­რე­ბი.

ზუ­რა­ბიშ­ვილს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, შეხ­ვედ­რო­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ახ­ლად არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს, ასე­ვე საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს, ემა­ნუ­ელ მაკ­რონს და იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯორ­ჯია მე­ლონს.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი შეხ­ვდა ასე­ვე ილონ მასკს.

zurabishvili-30395-1733643301.jpg

დო­ნალდ ტრამ­პთან და მაკ­რონ­თან შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა "ფე­ის­ბუქ­ში". სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ "მას სიღ­რმი­სე­უ­ლი გან­ხილ­ვა ჰქონ­და ლი­დე­რებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. "სიღ­რმი­სე­უ­ლი გან­ხილ­ვა მქონ­და პრე­ზი­დენტ ტრამ­პთან და პრე­ზი­დენტ მაკ­რონ­თან. ვამ­ხი­ლე მო­პა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და უკი­დუ­რე­სად სა­გან­გა­შო რეპ­რე­სი­ე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ. ხაზი გა­ვუს­ვი ძლი­ე­რი აშშ-ს სა­ჭი­რო­ე­ბას. ქარ­თველ ხალ­ხს დო­ნალდ ტრამ­პის სა­ხით მე­გო­ბა­რი ჰყავს. ღმერ­თმა და­ლო­ცოს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი", - წერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ასე­ვე ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ:"შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­უ­აბ­რი მქონ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯორ­ჯა მე­ლო­ნის­თან. ვამ­ხი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­გან­გა­შო რეპ­რე­სი­ე­ბი. მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე მას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად, იტა­ლი­ის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის ძლი­ე­რი და გა­დამ­წყვე­ტი ქმე­დე­ბის­თვის. მად­ლო­ბა იტა­ლია", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. იხილეთ სრულად