კანდიდატი TikTok -დან, რომელმაც რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო- ვინ არის კე­ლინ გე­ორ­გეს­კუ? | Allnews.Ge

კანდიდატი TikTok -დან, რომელმაც რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო- ვინ არის კე­ლინ გე­ორ­გეს­კუ?

რუ­მი­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგ­მა შოკ­ში ჩა­აგ­დო ეს ქვე­ყა­ნაც და მისი ევ­რო­პუ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბიც. ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე, პრო­რუ­სი კან­დი­და­ტი. ხმა­თა 99%-ის დათ­ვლის შემ­დეგ, ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი კე­ლინ გე­ორ­გეს­კუ 23%-იანი მხარ­და­ჭე­რით პირ­ვე­ლია, 19,14%-ით მე­ო­რე ად­გილ­ზეა და მე­ო­რე ტურ­ში იბ­რძო­ლებს მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტი კან­დი­და­ტი ელე­ნა ლას­კო­ნი, რუ­მი­ნე­თის გა­დარ­ჩე­ნის კავ­ში­რი­დან, მე-3 ად­გილ­ზე სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მარ­სელ ჩო­ლა­კუ გა­ვი­და, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ფა­ვო­რი­ტად მი­იჩ­ნე­ო­და.

მე­ო­რე ტურ­ში გე­ორ­გეს­კუს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ვინ იქ­ნე­ბო­და, სულ 2000-მა ხმამ გა­და­წყვი­ტა.

62 წლის გე­ორ­გეს­კუს შე­დე­გი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­უ­ლოდ­ნე­ლია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მას არ ჰყავს პარ­ტია და მისი კამ­პა­ნია სრუ­ლად TikTok პლატ­ფორ­მა­ზე წა­რი­მარ­თა.მისი პროგ­რა­მა მო­უ­წო­დებს რუ­მი­ნეთს რა­დი­კა­ლუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის­კენ, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია მცი­რე მას­შტა­ბის ორ­გა­ნულ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე, ქრის­ტი­ა­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ეროვ­ნულ სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­ზე.

მისი თქმით, ის და­ას­რუ­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სად­მი, მათ შო­რის ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რი­სად­მი რუ­მი­ნე­თის მორ­ჩი­ლე­ბას.

პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი რუ­მი­ნეთ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მას სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქვს. რუ­მი­ნე­თი იყო და რჩე­ბა აშშ-ს მტკი­ცე მო­კავ­ში­რედ და ნა­ტოს წევრ ქვეყ­ნად, სა­დაც გან­ლა­გე­ბუ­ლია აშშ-სა და ნა­ტოს ბა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან ლო­ჯის­ტი­კურ როლს ას­რუ­ლე­ბენ მე­ზო­ბელ უკ­რა­ი­ნა­ში ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში.

და­სავ­ლე­თის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნა­ში გა­დის რუ­მი­ნეთ­ზე. იხილეთ სრულად