როგორ ცდილობენ ქვეყნები მოსახლეობის დაბერებასთან გამკლავებას?
მოსახლეობის დაბერების პრობლემას ბევრი ქვეყანა განიცდის. შობადობის კლება, დემოგრაფიის შემცირება და ძირითადად დაბერებული მოსახლეობა უკვე ბევრისთვის არის გამოწვევა.
ნაყოფიერების კოეფიციენტი (TFR) ერთი ქალის მიერ გაჩენილი შვილების რაოდენობით იზომება. იმისთვის, რომ ქვეყნებმა შობადობის სასურველი დონე შეინარჩუნონ, ახალშობილთა სიკვდილიანობის გათვალისწინებით, წყვილზე საშუალოდ 2 ახალი სიცოცხლის დაბადება უნდა მოდიოდეს.
The Lancet-ში ბოლოს გამოქვეყნებული კვლევა, ვარაუდობს, რომ საუკუნის ბოლომდე მხოლოდ ექვსი ქვეყანა დარჩება მსოფლიოში, რომელსაც შობადობის მაღალი ან ნორმალური მაჩვენებელი ექნება.
ეს საკითხი უზარმაზარ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს უქმნის მსოფლიოს.
საინტერესოა, როგორ ცდილობენ ქვეყნები პრობლემასთან გამკლავებას:
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტმა (IHME) დაადგინა, რომ გლობალურად შობადობა (TFR) 2050 წლის შემდეგ 1,83%-მდე დაეცემა.
ნაყოფიერების შემცირების მიზეზები ბევრია, მაგრამ ზოგიერთი არის ერის განვითარების დონე, ხელმისაწვდომი კონტრაცეფცია და კარგი ჯანდაცვა. თუ სახელმწიფოს ეს სამი საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებული აქვს, შობადობის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.
განვითარებას მოაქვს ურბანიზაციაც. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს ნახევარზე მეტი ახლა ქალაქებში ცხოვრობს. საცხოვრებელი პირობები კი ყველასთვის განსხვავებულია - ქალაქებში მცხოვრებთა უმეტესობას არ აქვს კარგი საცხოვრებელი.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგომარეობა.
IMHE-ს კვლევის ავტორები ამბობენ, რომ შობადობის ვარდნა გამოიწვევს გასაოცარ სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს. მუშახელის დეფიციტი კრიზისს შექმნის. ხანდაზმული მოსახლეობა კი ვერ შეძლებს წარმატებული კურსის შენარჩუნებას.
როდესაც ეკონომიკა იკლებს, რეცესია შეიძლება გახდეს რუტინული და საფონდო ბაზრები სავარაუდოდ დაეცემა. ამას მოსდევს ინვესტორების გაქცევა და საბოლოოდ შესაძლოა, ქალაქები სრულიად გაქრნენ.
რას აკეთებენ ქვეყნები ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად?
რამდენიმე ქვეყანამ განსაკუთრებული ღონისძიებები გაატარა. სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ქალაქში, ადგილობრივმა მმართველობამ მასობრივი ბრმა პაემნები გამართა, სადაც მისულებს ღვინითა და შოკოლადებით გაუმასპინძლდნენ. მიზანი ადამიანების დაწყვილება იყო. იხილეთ სრულად