ქალაქი, რომელიც "წყევლას მალავს" და წელიწადში 200 000 ვიზიტორი სტუმრობს - რვა ათეული წლის წინ მიტოვებული მაღაროელთა დასახლება და მათი გაქრობის ამბავი
ლეგენდის თანახმად, დაწყევლილი იქნება ყველა, ვინ ამ ქალაქიდან ერთი არტეფაქტის წაღებასაც კი მოახერხებს.
სიერა-ნევადას მთების ბორცვებზე მდებარეობს ქალაქი ბოდი - იგი 1859 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც რეგიონში ოქრო აღმოაჩინეს. 1879 წლისთვის ქალაქში 5000-დან 7000-მდე ადამიანი ცხოვრობდა და კალიფორნიის სიდიდით მესამე ქალაქი იყო, სან-ფრანცისკოსა და საკრამენტოს შემდეგ.
დადგენილია, რომ დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო იქნა მოპოვებული ბოდის მაღაროებიდან. თუმცა 1880-იან წლებში მაღაროელებმა არიზონაში, მონტანასა და იუტაში დაიწყეს გადასახლება.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავ ქალაქში დარჩა, მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში მაღაროების უმეტესობა დაიხურა და მოსახლეობა რამდენიმე ასეულ ადამიანამდე შემცირდა. 1940 წლისთვის ქალაქი მთლიანად დაცარიელდა. იხილეთ სრულად