ტერაქტი თურქეთში: სამი ტერორისტი თავდაცვით სამრეწველოში შეიჭრა, არიან დაღუპულები - კადრები ადგილიდან და ერდოღანის საგანგებო განცხადება | Allnews.Ge

ტერაქტი თურქეთში: სამი ტერორისტი თავდაცვით სამრეწველოში შეიჭრა, არიან დაღუპულები - კადრები ადგილიდან და ერდოღანის საგანგებო განცხადება

თურ­ქეთ­ში სამი ტე­რო­რის­ტი თავ­დაც­ვით სამ­რეწ­ვე­ლოს თავს და­ეს­ხა, არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და თურ­ქუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლე­ბენ.

გა­მო­ცე­მა CNN Turk-ის ცნო­ბით, სამი ტე­რო­რის­ტი თავს და­ეს­ხა ან­კა­რის კა­რა­მან­კა­ზა­ნის უბან­ში მდე­ბა­რე კომ­პა­ნი­ას Turkish Aerospace Industries, რო­მელ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია თურ­ქუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

e2b3123c-100c-4cff-838a-80a67bc25714jpg-75648-1729745820.webp

თურ­ქუ­ლი მე­დია ტე­რო­რის­ტე­ბის სუ­რა­თებს ავ­რცე­ლებს, რომ­ლებ­მაც თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

კად­რებ­ზე ჩანს, რომ სამი ტე­რო­რის­ტი, მათ შო­რის ერთი ქალი, კომ­პა­ნი­ის კარ­თან ტაქ­სით მი­ვიდ­ნენ, მან­ქა­ნი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გად­მო­ვიდ­ნენ და თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცნო­ბით, და­ი­ღუ­პა 4 ადა­მი­ა­ნი, და­შავ­და 14. თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თქმით, ორი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი - ერთი მა­მა­კა­ცი და ერთი ქალი - "ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია". ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია ვინ იდგა თავ­დას­ხმის უკან.

ტრა­გე­დი­ას თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა: გან­ცხა­დე­ბა­ში ერ­დო­ღა­ნი ხაზს უს­ვამს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი სწრა­ფად მოქ­მე­დებ­დნენ საფრ­თხის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად.

„არც ერთი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­ყო­ფას, ვერ შეძ­ლებს თა­ვი­სი მიზ­ნის მიღ­წე­ვას“, - ამ­ბობს ის.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Reuters-ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა დაგ­მო ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მაც და „სამ­ძი­მა­რი“ გა­მოთ­ქვა.