"ცხენმა ისეთი ემოციური ნუგეში მომცა, როგორიც არც ერთ მამაკაცთან არ მიგრძნია" - ქალი ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე ცხენზე ეჭვიანობს: ინგლისელი წყვილის უცნაური ამბავი
ემი ჰოლანდი, 39 წლის ვეტერინარი, ლინკოლნშირში თავის მეორე ქმართან, RAF-ის სერჟანტ ნიკთან და მათ სამი წლის ვაჟთან ედუარდთან ერთად ცხოვრობს. თუმცა ოჯახს ერთ პრობლემა აქვს: ქმარი თავის ცოლზე გამუდმებით ეჭვიანობს: ამის მიზეზი კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ცხენია:
"2016 წლის ოქტომბერში, როდესაც ჩემმა პირველმა ქმარმა ულტიმატუმი წამიყენა: "ან მე, ან ცხენი", არ დავაყოვნე და რა თქმა უნდა, ცხენი ავირჩიე. ვიცოდი, ეჭვიანობდა იმ ყურადღებას გამო, რასაც ჩემი ცხენის, ჟასმინის მიმართ ვიჩენდი. ვგრძნობდი, ისე იქცეოდა, თითქოს საყვარელი მყავდა. ვაღიარებ, რომ მასთან ერთად დიდ დროს ვატარებდი. მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ჟასმინმა ისეთი ემოციური ნუგეში მომცა, როგორიც არც ერთ მამაკაც პარტნიორთან არ მიგრძნია.
ის იყო ჩემი მხსნელი რთულ პერიოდში. იმ დროს შევიძინე, როცა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დამისვეს. ჩვენ გვაქვს ძლიერი კავშირი, რომელიც მუშაობს ორივე მიმართულებით. ხანდახან მგონია, რომ ქმარზე მეტად მიყვარს. ჩემი პირველი ქორწინება სწორედ ამ მიზეზით დასრულდა" - ამბობს ემი. იხილეთ სრულად