აეროპორტმა ჩახუტებისთვის დროის ლიმიტი დააწესა - ახალ ზელანდიაში მიღებული უჩვეულო განაწესი
ახალ ზელანდიაში, ქალაქ დანიდინის აეროპორტი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ახალი წესი გამოაქვეყნა.
CNN-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ შენობაში გამოჩნდა ბანერები,რომლითაც აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, ახლობლებს დროულად გამოემშვიდობონ.
ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ ზონაში ახლობლებთან დამშვიდობება და ჩახუტება 3 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
“ძვირფას ადამიანებთან გამოსამშვიდობებლად, გთხოვთ, გამოიყენოთ ავტოსადგომი", - აღნიშნულია განაწესში.
აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ დე ბონომ ამის შესახებ ახალი ზელანდიის RNZ რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მან გაიხსენა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ 20 წამიანი ჩახუტება საკმარისია "სიყვარულის ჰორმონის“ გამომუშავებისთვის