რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი და ზოგი ღარიბი? - კითხვას პასუხი ნობელის პრემიის მფლობელებმა გასცეს
2024 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში დარონ აჩემოღლუს, ჯეიმს რობინსონს და საიმონ ჯონსონს მიენიჭა. მათ მსოფლიოს მარტივი ენით და პოპულარულად აუხსნეს მიზეზი, თუ რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი და ზოგი - ღარიბი.
“მათ აჩვენეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყნის კეთილდღეობისთვის. საზოგადოებები, სადაც არ არის განვითარებული კანონის უზენაესობა და ხელისუფლება მას აკონტროლებს, არ ვითარდება უკეთესობისკენ.
ლაურეატების კვლევა გვეხმარება, რომ გავიგოთ თუ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი“, - აცხადებენ შვედეთის მეცნიერებათა აკადემიაში.
აჩემოღლუ ცნობილია არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ ფართო წრეებშიც.
“აჩემოღლუს და მისი ორი თანაავტორის მტკიცებით, წლევანდელი პრიზი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ზეწოლა იზრდება იმ ინსტიტუციებზე, რამაც დემოკრატიული ქვეყნები ააყვავა,“ - წერს გამოცემა.
ლაურეატების წიგნებისაფრთხე, რომელიც ამ კეთილდღეობას ემუქრება, აღწერილია ლაურეატების ავტორობით, ჯერ კიდევ 12 წლის წინ გამოქვეყნებულ ბესტსელერში - “რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი, ზოგი კი ღარიბი“.
მას “ეპოქალური ნაშრომი“ უწოდეს. იხილეთ სრულად