ლიამ პეინი არგენტინაში 31 წლის ასაკში გარდაიცვალა- რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი?
ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი არგენტინაში 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BBC-ის ინფორმაციით, ის ბუენოს-აირესში სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალაქში ნაილ ჰორანის კონცერტისთვის იმყოფებოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
არგენტინის პოლიციამ დაადასტურა, რომ ლიამ პეინი გარდაცვლილი იპოვეს ბუენოს-აირესში, სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ.
პეინმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა 2010 წელს, როდესაც ის იყო X Factor-ზე ჩამოყალიბებული ბიჭების ბენდის წევრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პოპ ჯგუფი გახდა.