ახალი უცნაური ჰობი მოზარდებში - ვინ არიან კვადრობერები და რატომ კრძალავს მას რუსეთი?
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტერნეტში ძალიან პოპულარული გახდა ახალი საბავშვო ჰობი - კვადრობიკა. ისინი ძირითადად რუსეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არიან.
კვადრობერები - როგორც წესი დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან. ატარებენ ცხოველის ნიღბებს, დარბიან ოთხზე, ხტიან ბალახზე, დაცოცავენ ხეებზე და როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტს -კუდს, საგანგებოდ არჩევენ.
კვადრობიკა ყველას არ მოსწონს. ზოგიერთი ზრდასრული საბავშვო ჰობის "BDSM“ - ს ადარებს და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსეთში დეპუტატებმა მისი აკრძალვა გადაწყვიტეს. დუმაში უკვე შეიმუშავებს კანონპროექტი მის აკრძალვის შესახებ.
ვინ არიან კვადრობერები?
როგორც წესი, ესენი არიან 7-14 წლის ბავშვები, რომლებიც ჰბაძავენ ცხოველებს. თავად აქტივობას კვადრობიკა ეწოდება. იგი კლასიფიცირებულია როგორც არაპროფესიონალური სპორტი, რადგან შეიცავს ფიზიკური აქტივობის ელემენტებს. კვადრობერები დარბიან და ხტიან ოთხზე.
რუსეთში აღნიშნულმა ჰობმა პოპულარობა ამ გაზაფხულზე მოიპოვა. თუმცა, ბოლომდე არ არის ნათელი, თუ რატომ გახდა ის ასეთი მოთხოვნადი. დღესდღეობით, რუსეთში 13 ათასზე მეტი კვადრობერი არსებობს. ინტერესი კი უფრო და უფრო იზრდება.
ბაზრის მონაცემების მიხედვით, კვადრობერთა პროდუქციის გაყიდვები, როგორიცაა: ნიღბები, კუდები და ხელთათმანები, ბოლო სამი კვარტალში 49-ჯერ გაიზარდა.
ვის ეშინია კვადრობერების?
რუსეთში, ხელისუფლებამ კვადრობიკის განხილვა გაზაფხულზე დაიწყო. აპრილში, ბავშვთა ომბუდსმენმა თათარსტანში, თქვა, რომ მან კვადრობერებისგან მუქარის შემცველი წერილებიც კი მიიღო.
ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ომბუდსმენმა ჰობის "დეჰუმანიზაცია" და "ზნეობრივი საზღვრების მიღმა არსებული გართობა“ უწოდა. იხილეთ სრულად