“სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები; 16 წლის მოზარდს უბრძანა გაშიშვლება“ - სკანდალურ რეპერს ახალი ბრალდებები წარუდგინეს: სარჩელის დეტალები
10:26 / 15-10-2024 რეპერ შონ "დიდი" კომბსის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები წარადგინეს, რომლის მიხედვითაც მას გაუპატიურებაში და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
როგორც BBC წერს, P.Diddy-ის წინააღმდეგ სულ მცირე ექვსი სარჩელი ორმა ქალმა და ოთხმა მამაკაცმა ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ორშაბათს შეიტანა. ბრალმდებლები, რომელთა ვინაობა არ სახელდება, ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ფაქტები 1995 წლიდან 2021 წლამდე კომბსის წვეულებებზე მოხდა. წვეულებას მაშინ ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
BBC-თან ბრალდებები უარყვეს შონ “დიდი“ კომბსის ადვოკატებმა. მათი მტკიცებით, რეპერს “არავისთვის მიუყენებია სექსუალური შეურაცხყოფა. არც ზრდასრულისთვის და არც არასრულწლოვანისთვის, იქნებოდა ეს კაცი თუ ქალი.“
“ერთ-ერთმა ბრალდებულმა თქვა, რომ იყო 16 წლის, როდესაც 1998 წელს, ჰემპტონში გამართულ ერთ-ერთ წვეულებას დაესწრო.
სასამართლოში ის აღწერს, რომ მაშინ აღფრთოვანებული იყო მისტერ კომბის წვეულებაზე მიწვევით. მან წვეულებაზე დაინახა უამრავი ცნობილი ადამიანი. მათ შორის მუსიკოსები და მომღერლები. როდესაც საპირფარეშოში მიდიოდა, გზად მისტერ კომბსს შეხვდა და მასთან საუბარი წამოიწყო. მოგვიანებით გააცნობიერა, რომ შედარებით ინტიმურ ადგილას გადაინაცვლეს და საუბრის დროს, მისტერ კომბსმა მოულოდნელად უბრძანა მას გაშიშვლება,“ – წერს წყარო.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სარჩელს თან ერთვის რეპერისა და მოზარდის ერთად გადაღებული ფოტო, თუმცა ახალგაზრდას სახე ბუნდოვნად ჩანს.
“ბრალმდებელის თქმით, მისტერ კომბსმა უთხრა, რომ ეს იყო “ვარსკვლავად გახდომის რიტუალი“, გზა - რომელიც აუცილებლად უნდა გაევლო, თუ უნდოდა პოპულარული გამხდარიყო,“ - ნათქვამია სარჩელში.