"მილტონმა" გაანადგურა 10,000 ადამიანის თავშესაფრად ქცეული სტადიონი, შენობას გიგანტური ამწე დაეცა... - კოლოსალური ზარალი და უმძიმესი ვითარება ფლორიდაში
მე-3 კატეგორიის ქარიშხალმა “მილტონმა“ აშშ-ის, ფლორიდას შტატი გაანადგურა. ბოლო ცნობებით, არიან გარდაცვლილები, 3 მილიონზე მეტ მცხოვრებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეწყვეტილია სასმელი წყალი.
ქარიშხალმა სხვადასხვა ლოკაციებზე ტორნადოები გამოიწვია. განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ზარალი კოლოსალურია.
“ასეთი რამ ქვეყანას არ ახსოვს. სასიკვდილო ქარიშხალია,“ - აფასებენ მიმომხილველები ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ სტიქიას.გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის არ არის ცნობილი. თუმცა, ნელ-ნელა ზუსტდება ტრაგიკული დეტალები.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ქარიშხალმა გაანადგურა 10,000 კაციანი Tampa Bay Rays ბეისბოლის სტადიონის სახურავი, რომელიც იყო პირველი რეაგირებისთვის და დასუფთავების მუშაკების თავშესაფარი. ცნობილია, რომ გუმბათოვანი მოყვანილობის სახურავი სტადიონს სპეციალურად, ქარიშხლებისგან თავის დასაცავად ჰქონდა. თუმცა, ამჯერად ამან არ გაამართლა. იხილეთ სრულად