რუსული "ხაფანგი" ემიგრანტებისთვის - როგორ მიიტყუეს აფრიკელი ქალები უპილოტო საფრენი აპარატების შემქმნელ ქარხანაში?
სოციალური მედიის რეკლამები ახალგაზრდა აფრიკელ ქალებს თვითმფრინავის უფასო ბილეთს, ფულს და ევროპაში შორეულ თავგადასავალს ჰპირდებოდა.
თუმცა სამუშაო სასწავლო პროგრამის ნაცვლად, ზოგიერთმა მათგანმა მხოლოდ რუსეთის თათარსტანის რეგიონის სტეპებზე ჩასვლის შემდეგ შეიტყო, რომ ისინი ქარხანაში საბრძოლო იარაღის დასამზადებლად ჩაიყვანეს, რომლებიც უკრაინაში გამოიყენება" - ამის შესახებ Associated Press მოგვითხრობს, რომელმაც მოტყუებული ემიგრანტები ჩაწერა, თუმცა მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.
მედიის ინფორმაციით, ქალები ჩივიან, რომ ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაპირებული სწავლისა და ხელფასის ნაცვლად კი ქიმიკატებთან მუშაობა უწევდათ, რაც მათ ჯანმრთელობაზეც ახდენდა გავლენას.Associated Press -ის ინფორმაციით, ომის წარმოების პირობებში, რუსეთში მუშახელის დეფიციტის შესავსებად, კრემლი უგანდადან, რუანდიდან, კენიიდან, სამხრეთ სუდანიდან, სიერა ლეონედან და ნიგერიიდან, ასევე შრი - ლანკიდან სამუშაოდ იწვევდა 18-22 წლის ქალებს და მათ საუცხოო პირობებს სთავაზობდა.
-0:09 სწორედ ამ დაპირებებს გაჰყვა 200-მდე აფრიკელი ქალი, რომლებიც თათარსტანის, და ალაბუგას სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, ქარხანაში 16 წლის რუს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებთან მუშაობდნენ. იხილეთ სრულად