როცა ჯასტინი P.Diddy-სთან, "მგლების ხროვაში" მოხვდა, დედა მის გვერდით არ იყო - "ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით"
უცხოურ მედიაში შონ დიდი კომბსის, იგივე P.Diddy-სთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. ამჯერად სტატია ჯასტინ ბიბერის და დიდის ურთიერთობას ეხება, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ბიბერი 15 წლის იყო და დიდისთან ატარებდა დროს. მედია სვამს კითხვას სად იყო ამ დროს ბიბერის დედა, პატი მალეტი, მაშინ როცა ბიბერის უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ბიბერი დიდისთან ერთად ბევრ დროს ატარებდა. ის 15 წლის იყო როდესაც რეპერის სახლში რჩებოდა. არსებობს ეჭვი, რომ მან ჯასტინზე იძალადა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ქლოე კარდაშიანმა ისაუბრა დიდის წვეულებაზე, რომელიც 2014 წელს გაიმართა,. მისი თქმით, წვეულება სავსე იყო შიშველი ხალხით - მან თქვა, რომ ბიბერიც იქ იმყოფებოდა.
ჯასტინთან დაახლოებულმა წყაროებმა DailyMail-ს განუცხადეს, რომ ისინი ნამდვილად ფიქრობენ, რომ ბიჭი არ უნდა დასწრებოდა მსგავს წვეულებებს მოზარდობის პერიოდში. ცნობილი ფაქტია, რომ ჯასტინის დედა 18 წლის იყო, როცა პატარა ბიბერი შეეძინა. ვარსკვლავის მამამ კი, რომელიც მუსიკოსი იყო, ქალი მაშინ მიატოვა, როცა ბავშვი 1 წლის იყო. ამიტომ, იმ დროს, როდესაც ჯასტინი "მგლების ხროვაში“ ჩავარდა, მამა მის გვერდით არ ყოფილა.
რაც შეეხება დედას, როგორც მედია წერს, ქალი რამდენიმე ადგილას მუშაობდა, თავისუფლად შეეძლო შვილს მოეტყუებინა, რომ თანაკლასელთან რჩებოდა. იხილეთ სრულად