"მოწმე ვარ, როგორ ასამართლებენ ჩემს შვილს ლინჩის წესით... ეს ამაზრზენია" - რეპერ P. Diddy- ს დედა მიმართვას ავრცელებს | Allnews.Ge

"მოწმე ვარ, როგორ ასამართლებენ ჩემს შვილს ლინჩის წესით... ეს ამაზრზენია" - რეპერ P. Diddy- ს დედა მიმართვას ავრცელებს

რე­პე­რი P. Diddy-ს დედა, აცხა­დებს, რომ მის შვილ­ზე თავ­დას­ხმე­ბი უნდა შე­წყდეს. მი­მარ­თვა, რო­მე­ლიც DailyMail-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, მე­დი­ას ად­ვო­კატ­მა მი­ა­წო­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ რე­პე­რი და­კა­ვე­ბუ­ლია ისეთ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სექ­სუ­ა­ლუ­რი ტრე­ფი­კინ­გი, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა,

"დღეს თქვენ მოგ­მარ­თავთ, რო­გორც დედა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ჩემს შვი­ლის შონ კომბსზე წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს. გული მტკი­ვა, რო­დე­საც ვხე­დავ, რო­გორ სჯი­ან ჩემს შვილს არა სი­მარ­თლის­თვის, არა­მედ ტყუ­ი­ლე­ბის­გან შექ­მნილ ის­ტო­რი­ის­თვის", - აღ­ნიშ­ნავს ჯე­ნის კომბსი.

"რო­დე­საც ჩემი შვი­ლის სა­ჯა­რო ლინ­ჩის მოწ­მე ვარ, ვიდ­რე მას მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ და­ამ­ტკი­ცოს თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა - ეს არის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ სი­ტყვე­ბით ვერ აღვწერ".

ჯე­ნის­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მის­მა შვილ­მა შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც არ აღი­ა­რა ყო­ფილ საყ­ვა­რელ კე­სის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა. მისი თქმით, ის ცდი­ლობ­და კომბსის­გან ფუ­ლის მი­ღე­ბას, რაც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როდ იქცა.

"ტყუ­ი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მის მი­მართ არის წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მო­დის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მის­გან ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელს ეძე­ბენ და არა - სა­მარ­თალს. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ნა­ხეს, რამ­დე­ნად სწრა­ფად შეძ­ლო ჩემი შვი­ლის სა­მარ­თლებ­რივ­მა გუნ­დმა შე­თან­ხმე­ბა ყო­ფი­ლი საყ­ვარ­ლის სარ­ჩელ­ზე, ამი­ტომ მი­აჩ­ნი­ათ, რომ მალე თა­ვა­დაც მი­ი­ღე­ბენ ფულს".

"არ მინ­და, ჩემი შვი­ლი სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მო­ვა­ჩი­ნო, რად­გან ის არ არის სრულ­ყო­ფი­ლი. მან ჰქონ­და შეც­დო­მე­ბი წარ­სულ­ში, რო­გორც ჩვენ ყვე­ლას. მა­გა­ლი­თად, ის უარ­ყოფ­და აგ­რე­სი­ას ყო­ფილ საყ­ვა­რელ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სას­ტუმ­როს ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი ამას სა­პი­რის­პი­როს აჩ­ვე­ნებ­და. ზოგ­ჯერ სი­მარ­თლე და ტყუ­ი­ლი ისე მჭიდ­რო­დაა ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთი ნა­წი­ლის აღი­ა­რე­ბა".

მან ასე­ვე და­ა­მა­ტა, რომ მისი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბუ­ლი "ტყუ­ი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის" რე­ა­ლურ მსხვერ­პლებს ხელს უშ­ლის სა­მარ­თლებ­რი­ვი მფარ­ვე­ლო­ბის მი­ღე­ბა­ში, რომ­ლის მი­ღე­ბა­საც ისი­ნი იმ­სა­ხუ­რე­ბენ.