ტყუილ-მართალი P. Diddy-ს წვეულებებზე - უმძიმესი დანაშაული და შეთქმულების თეორიები | Allnews.Ge

ტყუილ-მართალი P. Diddy-ს წვეულებებზე - უმძიმესი დანაშაული და შეთქმულების თეორიები

რე­პერ P. Diddy-ს და­კა­ვე­ბამ და წა­ყე­ნე­ბულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის თა­ო­ბა­ზე, არა­ერ­თი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია წარ­მოშ­ვა.

გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია თე­ო­რია, რო­მე­ლიც რე­პე­რის კო­ლე­გებ­სა და ახლო მე­გობ­რებს, ჯეი ზისა და ბი­ონ­სეს უკავ­შირ­დე­ბა. გაჩ­ნდა ეჭვი, რომ გავ­ლე­ნი­ა­ნი ცოლ-ქმა­რი, P.Diddy-სთან ერ­თად, კონ­კუ­რენ­ტებს სხვა­დას­ხვა გზე­ბით იშო­რებ­და.ინ­ტერ­ნეტ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და J. Cole-ის სიმ­ღე­რა She Knows. სიმ­ღე­რა­ში არის ასე­თი მო­ნაკ­ვე­თი: "და­ის­ვე­ნე მშვი­დად, ალია". ეს შე­ე­ხე­ბა მომ­ღე­რალ ალი­ას, რო­მე­ლიც 22 წლის ასაკ­ში ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ახლა მის სიკ­ვდილს ჯეი-ზისა და P Diddy-ის უკავ­ში­რე­ბენ. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მათ სურ­დათ მომ­ღერ­ლის "მო­შო­რე­ბა", რათა ბი­ონ­სეს კა­რი­ე­რას ხელი არ შეშ­ლო­და. გარ­და ამი­სა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი­ას ჯეი-ზის­თან რო­მა­ნი ჰქონ­და. სიმ­ღე­რა 2013 წელს გა­მო­ვი­და. კი­დევ ერთი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, ჯეი ზი და P Diddy მა­იკლ ჯექ­სო­ნის სიკ­ვდილ­შიც არი­ან გა­რე­უ­ლე­ბი.

უცხო­ურ მე­დი­ა­ში გა­იხ­სე­ნეს, დუ­ე­ინ დე­ვი­სი, რო­მე­ლიც 1996 წელს რე­პერ თუ­ფაქ შა­კუ­რის მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ის ამ­ბობ­და, რომ შონ კომბსმა, იგი­ვე დი­დიმ მას ამის­თვის 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და. მა­შინ სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს არ და­უ­ჯე­რა. ემი­ნემ­მა მა­ლე­ვე ამ თე­მა­ზე გა­რე­პა, ტექ­სტში ის­მის სი­ტყვე­ბი: "მაგ­რამ, კელს, იმ დღეს, როცა ჰიტს გა­მო­უშ­ვებ, დიდი აღი­ა­რებს, რომ პაკი მან მოკ­ლა". იხილეთ სრულად