ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი, რომელსაც ვერცერთ ელიტარულ წვეულებაზე ვერ ნახავთ
L'Oreal-ის დამფუძნებლის შვილიშვილმა ფრანსუაზა ბეტანკურტ მაიერსმა 26 სექტემბერს მსოფლიოში უმდიდრესი ქალის სტატუსი დაიბრუნა და უმდიდრესი ქალების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა.
მას ხანმოკლე პერიოდით Topline Walmart-ის მემკვიდრე ალისა უოლტონი უსწრებდა.
ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსის რეიტინგში კვლავ ლიდერობა L'Oreal-ის აქციების ფასის ზრდას დაემთხვა. მისი ქონების სავარაუდო ღირებულება მიმდინარე კვირაში $93.1 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო უოლტონის ქონება $90.4 მილიარდამდე დაეცა.მაიერსის ქონების 5,5 მილიარდი დოლარით ზრდა L'Oreal-ის აქციების მკვეთრს ზრდას მოჰყვა, როცა ხუთშაბათს ბრენდის აქციები 7%-ით გაძვირდა. L'Oreal-ის აქციების ფასის ზრდა ჩინეთითაა განპირობებული, რომელიც ბრენდისთვის სიდიდით მეორე ბაზარია.
L'Oréal-ის დამფუძნებლის, ეჟენ შუელერის შვილიშვილი (თმის საღებავების გამომგონებელი) და კომპანიის საბჭოს წევრი 1997 წლიდან არის, ბეტანკურ-მაიერსის სახელი მილიარდერთა სიაში 2018 წელს, დედის, ლილიან ბეტანკურის გარდაცვალების შემდეგ მოხვდა.
ბიოგრაფია
ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი დაიბადა 1953 წლის 10 ივლისს. ის არის ფრანგი ბიზნესმენი, ქველმოქმედი, მწერალი და ახლა უკვე ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში.
მკაცრ ოჯახში გაზრდილმა ფრანსუაზამ კერძო კათოლიკურ სკოლაში მიიღო განათლება, სამეცნიერო ხარისხი კი ქრისტიანებისა და ებრაელების საერთაშორისო ურთიერთობაზე დაიცვა. თუმცა, ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევები, რომლითაც ფრანსუაზა ინტერესდებოდა ახალგაზრდობაში, აბსოლუტურად მიუღებელი და უსარგებლო აღმოჩნდა დედამისისთვის, ვისთვისაც ბევრად მნიშვნელოვანი იყო ელიტარულ საზოგადოებაში ძვირადღირებული სამოსითა და სამკაულით თავის მოწონება.
იგი დაქორწინდა ჟან-პიერ მაიერსზე, ბიზნესის აღმასრულებელ და ოსვენციმში მოკლული რაბინის შვილიშვილზე. მათ ორი შვილი ჰყავთ. ცნობისათვის, ბეტანკურ-მეიერსი და მისი ოჯახი კომპანიის 33%-იან წილს ფლობენ.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრით დაზიანების შემდეგ, ბეტანკურ-მეიერსმა მის შესაკეთებლად 226 მილიონი დოლარის გაღების შესახებ განაცხადა. ამჟამად, 70 წლის ფრანსუაზა L'Oréal-ის ვიცე-პრეზიდენტია. მისი ვაჟები, ჟან-ვიქტორ მეიერსი და ნიკოლას მეიერსი კი რეჟისორები არიან. იხილეთ სრულად