ისრაელის მორიგი თავდასხმა ბეირუთზე: დაიბომბა "ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი - რა ინფორმაციას ავრცელებს "ცახალი"? | Allnews.Ge

ისრაელის მორიგი თავდასხმა ბეირუთზე: დაიბომბა "ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი - რა ინფორმაციას ავრცელებს "ცახალი"?

ის­რა­ელ­მა "ჰეზ­ბო­ლას“ მთა­ვა­რი შტა­ბი და­ბომ­ბა, ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რის, ჰა­სან ნას­რა­ლას ბედი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია , - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბი და მე­დია ავ­რცე­ლე­ბენ.

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა 27 სექ­ტემ­ბერს სა­ღა­მოს მა­სობ­რი­ვი ავი­ა­დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუთ­ში. მათ აღ­ნიშ­ნეს, რომ ავი­ა­დარ­ტყმე­ბის სა­მიზ­ნეს ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ჰეზ­ბო­ლას“ მთა­ვა­რი შტა­ბი წარ­მო­ად­გენ­და.

ის­რა­ე­ლის მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ავი­ა­დარ­ტყმე­ბის სა­მიზ­ნე "ჰეზ­ბო­ლას“ ლი­დე­რი ჰა­სან ნას­რა­ლა იყო, რა­საც მის ბედ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი მოყ­ვა.

გა­მო­ცე­მა The Times of Israel-ის თა­ნახ­მად, "ჰეზ­ბო­ლას­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის ავი­ა­დარ­ტყმებ­მა 6 შე­ნო­ბა გა­ა­ნად­გუ­რეს.

Reuters-ის თა­ნახ­მად, ლი­ბა­ნის უშიშ­რო­ე­ბი­დან წყა­როს თა­ნახ­მად, შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ავი­ა­დარ­ტყმე­ბის სა­მიზ­ნე გახ­და, "ჰეზ­ბო­ლას“ უფ­რო­სი მე­თა­უ­რო­ბის შეკ­რე­ბის ად­გილს წარ­მო­ად­გენ­და.