50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია - მეცნიერებმა სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს
1972 წელს ორსული ქალის სისხლის ნიმუშის აღებისას ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მასში საერთოდ არ არსებობდა მოლეკულა, რომელიც იმ დროს სისხლის ყველა აღმოჩენილი ჯგუფის შემადგენელ ერითროციტში გვხვდებოდა.
50 წლის შემდეგ, ამ უცნაურმა აღმოჩენამ ბრიტანელი და ისრაელელი მეცნიერები აიძულა, ადამიანებში სისხლის ჯგუფის ახალი სისტემა აღეწერათ.
"ეს დიდი მიღწევაა და მრავალწლიანი გუნდური მუშაობის კულმინაცია, რომ შევძელით იმ პაციენტებს, რომლებიც ამ ჯგუფის სისხლს ატარებენ, მკურნალობის მათთვის მორგებული მეთოდი შევთავაზოთ", - ამბობს დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ჰემატოლოგი ლუიზა ტილი, რომელიც 20 წლის განმავლობაში პირადად იკვლევდა ამ იშვიათ მოვლენას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ABO სისხლის ჯგუფებისა და რეზუს-ფაქტორის შესახებ უფრო მეტი ვიცით, აღმოჩნდა, რომ ადამიანებს სინამდვილეში მრავალი სხვადასხვა სისხლის ჯგუფის სისტემა გააჩნიათ, რომლებიც დაფუძნებულია უჯრედის ზედაპირის პროტეინებსა და შაქრის ფართო სპექტრზე, რომლებიც ჩვენს სისხლის უჯრედებს ფარავს.
ჩვენი ორგანიზმი ამ ანტიგენ მოლეკულებს, სხვა დანიშნულებების გარდა, იდენტიფიკაციის მარკერებად იყენებს, რათა "საკუთარი" განასხვავოს პოტენციურად საზიანო "სხვისგან.“
სისხლის პლაზმაში არსებული ანტისხეულები ამოიცნობენ უცხო ანტიგენ მარკერებს დათუ ეს მარკერები სისხლის გადასხმის დროს არ ემთხვევა, შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე ფატალურად დასრულდეს.
სისხლის ძირითადი ჯგუფების უმეტესობა XX საუკუნის დასაწყისში იქნა აღმოჩენილი. მას შემდეგ აღმოჩენილი მრავალი სისტემა, როგორიცაა Er სისხლის სისტემა, რომელიც პირველად 2022 წელს აღწერეს მკვლევარებმა, მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებზე ახდენს ზემოქმედებას. იგივე შეეხება სისხლის ახალ ჯგუფს. იხილეთ სრულად