ვრცელდება ვიდეო, როგორ ყრიან სახურავიდან პალესტინელების ცხედრებს - უმძიმეს კადრებზე ისრაელის არმიამ გამოძიება დაიწყო
ისრაელის არმიამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისმა ჯარისკაცებმა დაღუპული პალესტინელების ცხედრები სახურავიდან გადააგდეს - შემთხვევის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. კადრებში, რომელიც ჩრდილოეთ ქალაქ ქაბატიაშია გადაღებული, ჩანს, რომ გვამებს ისრაელის სამხედრო ბულდოზერი აგროვებს.
შემთხვევამ ფართო აღშფოთება გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) პარასკევს განაცხადეს, რომ ეს იყო "სერიოზული ინციდენტი", რომელიც არ "შეესაბამებოდა" მის ღირებულებებს.
"ეს არის სერიოზული ინციდენტი, რომელიც არ შეესაბამება [ჩვენს] ღირებულებებს და ისრაელის სამხედროების მოლოდინებს. ინციდენტი განხილვის პროცესშია" - ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჯარისკაცები ვალდებულნი არიან პატივისცემით მოეპყრონ გარდაცვლილებს.