ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მოკავშირეებს გამარჯვების გეგმას მომავალ კვირას გააცნობს | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მოკავშირეებს გამარჯვების გეგმას მომავალ კვირას გააცნობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომში გამარჯვების გეგმას უკრაინა მოკავშირეებს მომავალ კვირას გააცნობს.

პრეზიდენტის თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში უკრაინის გამარჯვების გეგმის მოსამზადებლად. კერძოდ, შეხვედრებზე განიხილეს ამ გეგმის ყველა პუნქტის რეალური შინაარსი.

“სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური შინაარსი. ჩართული იყვნენ საკვანძო პირები თითოეული მიმართულებით და უკრაინისთვის აუცილებელი ნაბიჯები უკვე განსაზღვრულია, აბსოლუტურად მკაფიოდ. ის, რამაც შეიძლება მოგვცეს ყველაზე ძლიერი პოზიცია მშვიდობის დასამყარებლად - რეალური, სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. თითოეული ნაბიჯისთვის პუნქტების მკაფიო სია არსებობს, რა არის საჭირო კონკრეტულად, რა იმუშავებს გასაძლიერებლად. იქ არც ერთი შეუძლებელი რამ არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების გეგმა უკვე 90%-ით გაწერილია და ამ პაკეტს შეუძლია უზრუნველყოს სიტუაციის სწორი განვითარება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოში ყველასთვის, ვინც აფასებს საერთაშორისო სამართალს.

„უკვე მომავალი კვირისთვის ვამზადებთ გამარჯვების გეგმას, რათა წარვუდგინოთ მოკავშირეებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.