ვინ არის ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს სოცქსელში ხშირად აკრიტიკებდა - მორიგი თავდასხმის ახალი დეტალები | Allnews.Ge

ვინ არის ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს სოცქსელში ხშირად აკრიტიკებდა - მორიგი თავდასხმის ახალი დეტალები

58 წლის რა­ი­ან უეს­ლი რო­უ­თი, რო­მე­ლიც ყო­ფილ პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის შე­საძ­ლო მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში დო­ნალდ ტრამპს ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­და,- ამის შე­სა­ხებ CNN-ი იუ­წყე­ბა.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ივ­ლის­ში, ტრამპზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, რო­უთ­მა პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს და ვიცე-პრე­ზი­დენტს კა­მა­ლა ჰა­რისს მო­უ­წო­და, სრო­ლის შე­დე­გად დაჭ­რი­ლე­ბი მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნათ და მოკ­ლუ­ლის პა­ნაშ­ვიდს დას­წრე­ბოდ­ნენ."თქვენ და ბა­ი­დენ­მა უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლოთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრამ­პის მი­ტინგზე და­იჭრ­ნენ და და­ეს­წროთ მოკ­ლუ­ლი პა­ნაშ­ვიდს, რად­გან ტრამ­პი არა­სო­დეს არა­ფერს გა­ა­კე­თებს მათ­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პოს­ტში, რომ­ლი­თაც ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა მა­შინ კა­მა­ლა ჰა­რისს მი­მარ­თა.

აპ­რილ­ში კი მან და­წე­რა, რომ ტრამპს სურს, ამე­რი­კე­ლე­ბი მო­ნე­ბად აქ­ცი­ოს.

51b00e1e-c6b2-4ae7-b7d2-55bff0ef21bd-35000-1726467684.jpg

"დე­მოკ­რა­ტია სას­წორ­ზეა, არ შე­იძ­ლე­ბა დავ­მარ­ცხდეთ“, - და­წე­რა მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში, რომ­ლი­თაც პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს მი­მარ­თა.

ამას­თან, CNN-ი წერს, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავ­და. 2022 წელს მან და­წე­რა, რომ მზად იყო, უკ­რა­ი­ნის­თვის ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი­ყო. „ჩვენ უნდა გა­დავ­წვათ კრემ­ლი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია რო­უ­თის პოს­ტში. ამას­თან, CNN-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დეო და ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დო­ნალდ ტრამ­პის შე­საძ­ლო მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს, 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ნუ გე­ში­ნი­ათ! უსაფრ­თხოდ და კარ­გად ვარ და არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. მად­ლო­ბა ღმერ­თს! - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი წერს.

„არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სამ­ყა­რო­ში, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ შეგ­ვი­ჩე­რონ. არ შევ­წყვეტ თქვენ­თვის ბრძო­ლას, არა­სო­დეს დავ­ნებ­დე­ბი“, - აცხა­დებს ტრამ­პი.