"ძალიან მინდა დედა გავხდე, მაგრამ შვილის გაჩენა არ შემიძლია" - სელენა გომესის მტკივნეული აღიარება და არაერთი ავადმყოფობა, რასაც მომღერალი ებრძვის | Allnews.Ge

"ძალიან მინდა დედა გავხდე, მაგრამ შვილის გაჩენა არ შემიძლია" - სელენა გომესის მტკივნეული აღიარება და არაერთი ავადმყოფობა, რასაც მომღერალი ებრძვის

სე­ლე­ნა გო­მეს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ბუ­ნებ­რი­ვად გა­ჩე­ნას ვერ შეძ­ლებს. 32 წლის მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი ამ თე­მა­ზე Vanity Fair-ის ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

მისი თქმით, იმის გა­გე­ბა, რომ უსაფრ­თხო ორ­სუ­ლო­ბა მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია, არის ის, რის გამო "გლო­ვაც" მას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წია.

"ეს არას­დროს მით­ქვამს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, შვი­ლის გა­ჩე­ნა არ შე­მიძ­ლია... მაქვს ბევ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ჩემ­სა და ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს შე­უქ­მნის. ეს იყო ის, რის გა­მოც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი დამ­წუხ­რე­ბუ­ლი“, - - გა­ნუ­ცხა­და მან გა­მო­ცე­მას.

გო­მე­სი აქამ­დე ღიად სა­უბ­რობ­და მგლუ­რას დი­აგ­ნოზ­ზე, ავ­ტო­ი­მუ­ნურ და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლია და რომ­ლის დრო­საც სხე­უ­ლის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ჰი­პე­რაქ­ტი­ურ­დე­ბა და ნორ­მა­ლურ ქსო­ვი­ლებს ებ­რძვის. სიმპტო­მე­ბის მარ­თვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. 2017 წელს, მან გა­ნა­ცხა­და, რომ მგლუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თირკმლის გა­და­ნერგვა დას­ჭირ­და. იხილეთ სრულად