ვოლოდიმირ ზელენსკი „რამშტაინის“ შეხვედრაზე დასასწრებად გერმანიაში ჩავიდა | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი „რამშტაინის“ შეხვედრაზე დასასწრებად გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, სადაც დღეს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

ზელენსკის თქმით, ის მონაწილეობას მიიღებს ჯგუფის შეხვედრაში და ასევე შეხვდება აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებს ლოიდ ოსტინსა და ბორის პისტორიუსს. ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთანაც.

გერმანიის შემდეგ ზელენსკი იტალიაში ჩავა, სადაც საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდება.