როგორ გაცვალა შვეიცარიელმა ქალმა ევროპელი საქმრო და კომფორტული ცხოვრება მასაის ტომის კაცთან უდაბნოში ცხოვრებაზე?- კორინა ჰოფმანის უჩვეულო ამბავი | Allnews.Ge

როგორ გაცვალა შვეიცარიელმა ქალმა ევროპელი საქმრო და კომფორტული ცხოვრება მასაის ტომის კაცთან უდაბნოში ცხოვრებაზე?- კორინა ჰოფმანის უჩვეულო ამბავი

კორინა ჰოფმანის ამბავმა ერთ დროს მსოფლიო შეძრა. 1986 წელს შვეიცარიელი ქალბატონი საქმროსთან ერთად სამოგზაუროდ გაეშურა კენიაში, სადაც მასაის ტომის მეომარ ლკეტინგ ლეპარმორიას შეხვდა და შეუყვარდა.

საქმროს დაშორდა, გაყიდა საკუთარი მაღაზია შვეიცარიაში და მასაის ტომელებთან გადავიდა საცხოვრებლად. მალე წყვილმა იქორწინა. 1989 წელს კორინამ ქალიშვილიც გააჩინა, თუმცა კენიაში ცხოვრება მაინც გაუჭირდა...

27 წლამდე, სანამ კენიაში გაეშურებოდა, კორინას ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა. უმაღლესი განათლება მიიღო, გახსნა საქორწინო სალონი, პირად ცხოვრებასაც იწყობდა - საქმრო ჰყავდა, მარკო, რომელზე გათხოვებასაც გეგმავდა...

თუმცა კენიაში მოგზაურობამ ყველაფერი შეცვალა. კორინა გააოცა იქაურმა უჩვეულო ცხოვრებამ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ადგილობრივმა მეომარმა ლკეტინგუმ, გადაწყვიტა, ყველაფერი მიეტოვებინა, რაც აქამდე იყო მის ცხოვრებაში, მისი ცოლი გამხდარიყო და კენიაში დასახლებულიყო. თუმცა კენიელი მეომარი სულაც არ იყო ასეთი გაგიჟებული უცნობ თეთრ ქალზე. კი მოიყვანა ცოლად, თუმცა დიდი ვნებები და ემოციები არ ჰქონია...

scale-1200-5-1724923783-1725344658.jpg

კორინა თანდათან აცნობიერებდა, რამხელა უფსკრული იყო მათ შორის. ლკეტინგუ ფაქტობრივად ყველაფრით განსხვავდებოდა მისგან - კვებითი ჩვევებით, ქალისადმი დამოკიდებულებით, ინტიმური საკითხებისადმი დამოკიდებულებით, ტრადიციებით.

მაგალითად, მასაის ხალხი არ ჭამს იმას, რასაც ქალი შეეხება, ან თუნდაც შეხედავს. ყოფითი ცხოვრებაც სულაც არ აღმოჩნდა ასეთი წარმტაცი - ქოხი, სადაც ცხოვრობდა ქმართან ერთად, ნაკელით იყო გალესილი და ნაკელის სუნი იგრძნობოდა ყველგან. შვეიცარიული ყოფის მერე ეს მართლაც უფსკრული აღმოჩნდა. ტუალეტი - ბუჩქებში, ბანაობა - მდინარეში, ჭამა - ქმრის გარეშე, ოცნებაც კი არ შეიძლებოდა რომანტიკულ ვახშამზე, რადგან მასაის ტომის ქალები და კაცები ერთად არ მიირთმევენ. თუმცა კორინამ უკან არ დაიხია და მაინც მიაღწია იმას, რომ ოფიციალურად გაჰყვა ცოლად მეომარს. მასთან ერთად დაიწყო ცხოვრება ამ უჩვეულო პირობებში და ცდილობდა, ყველაფერს შეგუებოდა. იხილეთ სრულად