“უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს“ - ალექსანდრ სირსკი | Allnews.Ge

“უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიის 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს“ - ალექსანდრ სირსკი

“კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ის 1294 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრსა და 100-ზე მეტ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს ვა­კონ­ტრო­ლებთ, ტყვედ მტრის 594 ჯა­რის­კა­ცი ავიყ­ვა­ნეთ“, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, ალექ­სან­დრ სირსკიმ უახ­ლეს მოხ­სე­ნე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და.

“დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1294 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს ვა­კონ­ტრო­ლებთ, ეს 100 და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტია. საგ­რძნობ­ლად შე­ვავ­სეთ ტყვე­ე­ბის გაც­ვლის ფონ­დი. ტყვედ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის 594 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეა აყ­ვა­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრ სირსკიმ.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კურსკის ოპე­რა­ცი­ის ერთ-ერთი მი­ზა­ნი რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­დან გაყ­ვა­ნა იყო.

“ამ­ჟა­მად, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ კურსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 30 ათა­სი რუსი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იზ­რდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრ სირსკიმ.

მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც ავ­რცე­ლებს.

დე­ნის შმი­გა­ლის თქმით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ 26 სექ­ტემ­ბერს უკ­რა­ი­ნის ქვე­სად­გუ­რებს კა­სე­ტუ­რი რა­კე­ტე­ბით შე­უ­ტია, მაგ­რამ თავ­დაც­ვის წყა­ლო­ბით, და­ნა­კარ­გი ძა­ლი­ან მცი­რე იყო. მისი თქმით, ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ, სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის დროს, უკ­რა­ი­ნის ქვე­სად­გუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კა­სე­ტუ­რი რა­კე­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა.

“გუ­შინ, ათო­ბით დარ­ტყმი­დან, ჩვენ დავ­კარ­გეთ ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა დაც­ვის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე დო­ნის წყა­ლო­ბით,“ - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გუ­შინ უკ­რა­ი­ნა­ზე რუ­სე­თის თავ­დას­ხმის ერთ-ერთი სა­მიზ­ნე კი­ე­ვის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კურსკის რე­გი­ონ­ში 6 აგ­ვის­ტოს შე­იჭრ­ნენ. მას შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წინსვლა აქვთ. თუმ­ცა, ბოლო ორი დღე კი­ე­ვი­სა და სხვა უკ­რა­ი­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის­თვის მძი­მეა.

რუ­სეთ­მა მათ ზებ­გე­რი­თი, ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით და დრო­ნე­ბით შე­უ­ტი­ეს. არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.