ქვეყნები, სადაც დასაქმებულს უფლება აქვს საღამოს საათებში სამსახურებრივ შეტყობინებებს აღარ უპასუხონ | Allnews.Ge

ქვეყნები, სადაც დასაქმებულს უფლება აქვს საღამოს საათებში სამსახურებრივ შეტყობინებებს აღარ უპასუხონ

ბელგიისა, საფრანგეთის და კიდევ ოცამდე ქვეყნის შემდეგ, ავსტრალია გახდა კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც დასაქმებულს უფლება ექნება სამუშაო საათების შემდეგ, დამსაქმებლის ზარებს და მესიჯებს ყურადღება არ მიაქციოს.

ამ დღეებში ავ­სტრა­ლი­ა­ში ძა­ლა­ში შე­ვი­და "კავ­ში­რის გა­წყვე­ტის უფ­ლე­ბის" წესი, რო­მე­ლიც შვე­ბას მო­უ­ტანს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, სა­მუ­შაო დღის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დამ­საქ­მებ­ლე­ბის ზა­რებს უპა­სუ­ხონ ან მათი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი წა­ი­კი­თხონ.

ახა­ლი კა­ნო­ნი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს თა­ნამ­შრომ­ლებს, უფ­რო­სე­ბის მხრი­დან დას­ჯის ში­შის გა­რე­შე, უგუ­ლე­ბელ­ჰყონ კო­მუ­ნი­კა­ცია სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­დეგ.

გა­სულ წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რად, ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 281 სა­ათს მუ­შა­ობ­დნენ. კა­ნო­ნი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის შემ­დეგ დამ­საქ­მებ­ლე­ბის მიერ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას არ კრძა­ლავს, თუმ­ცა, ის პერ­სო­ნალს უფ­ლე­ბას აძ­ლევს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე არ გა­ვიდ­ნენ. იხილეთ სრულად