“ავტობუსის მძღოლმა ბილეთი არ მომყიდა, რადგან ქალი ვიყავი“ - “თალიბანს“ ტურიზმის აღორძინება სურს: რას ჰყვებიან ტურისტები, რომლებმაც ქვეყანაში უკვე იმოგზაურეს | Allnews.Ge

“ავტობუსის მძღოლმა ბილეთი არ მომყიდა, რადგან ქალი ვიყავი“ - “თალიბანს“ ტურიზმის აღორძინება სურს: რას ჰყვებიან ტურისტები, რომლებმაც ქვეყანაში უკვე იმოგზაურეს

კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად გა­ნად­გუ­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რიზ­მი 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში, “თა­ლი­ბა­ნის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, შე­და­რე­ბით გა­ი­ზარ­და. სტუმ­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ავ­ღა­ნე­თის ლან­დშაფტ­სა და უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის გა­საც­ნო­ბად მი­დი­ან.

2021 წელს, ავ­ღა­ნეთს და­ახ­ლო­ე­ბით 691 ტუ­რის­ტი ეწ­ვია, რაც მომ­დევ­ნო წელს 2300-მდე გა­ი­ზარ­და. ხოლო 2023 წელს ქვე­ყა­ნამ 7000-მდე ტუ­რისტს უმას­პინ­ძლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას Associated Press ქა­ბულ­ში ტუ­რიზ­მის დი­რექ­ტო­რა­ტის ხელ­მძღვა­ნელ­ზე, მო­ჰა­მად სა­იდ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.რო­გორც ავ­ღა­ნე­თის ტუ­რიზ­მის სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, ქვე­ყა­ნას 2021 წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ, 10,179-ზე მეტი ტუ­რის­ტი ეწ­ვია.

download-55510-1724654211.jpg

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და­ბა­ლია, მა­ში­ნაც კი, როცა ქვე­ყა­ნა ათწლე­უ­ლე­ბის ომის შემ­დეგ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზისს და სი­ღა­რი­ბეს ებ­რძვის, სტა­ბი­ლუ­რი ზრდა შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

"რეს­პუბ­ლი­კის და­ცე­მის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი შე­მო­დის. ქვე­ყა­ნა ცნო­ბი­ლია, რო­გორც კონ­ფლიქ­ტის ზონა, მაგ­რამ ჩვენ ბევ­რი რამ გვაქვს შე­სა­თა­ვა­ზე­ბე­ლი – კულ­ტუ­რა, ხალ­ხი, ლან­დშაფ­ტი”, - ამ­ბობს ავ­ღა­ნუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის Unchartered Afghanistan-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ხე­ი­ბერ ხანი.

თა­ლი­ბა­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი მხარს უჭე­რენ ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას.

“ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის ზრდა და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა.

ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მეტი ტუ­რის­ტი მო­დის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, ევ­რო­კავ­ში­რი­დან, ჩი­ნე­თი­დან, ინ­დო­ე­თი­დან, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან და ირა­ნი­დან.

სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში შე­იქ­მნა დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ტუ­რის­ტებს მომ­სა­ხუ­რე­ბას და მო­ამ­ზა­დებს სტუ­დენ­ტებს ტუ­რის­ტულ ინ­დუსტრი­ა­ში და სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯმენ­ტში. იხილეთ სრულად