რამდენი შვილის გაჩენის უფლება აქვთ ახლა ჩინელ მშობლებს? - რა სავალალო შედეგები მიიღეს ჩინელებმა საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკით? | Allnews.Ge

რამდენი შვილის გაჩენის უფლება აქვთ ახლა ჩინელ მშობლებს? - რა სავალალო შედეგები მიიღეს ჩინელებმა საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკით?

გამაოგნებელი ფაქტები და დეტალები ამის შესახებ ბევრმა იცის – ჯერ კიოდევ 1979 წელს დაიწყო ჩინეთში ფართომასშტაბიანი კამპანია "ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი". მიზანი იყო მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალურად შემცირება, რომ 2000 წლისთვის 1,2 მილიარდი ადამიანის ნიშნულისთვის მიეღწიათ. პროცესში პროგრამაში კორექტივებიც შეჰქონდათ. თუმცა ამოცანა ძირითადად შეასრულეს და 2000 წლისთვის მხოლოდ 42,5 მილიონი ადამიანით გადააჭარბეს სასურველ დონეს. გარდა ამისა, 30 მილიონამდე ადამიანი საერთოდ ვერ მოხვდა სტატისტიკაში – ისინი საბუთების გარეშე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.

თუმცა ჩინეთმა ამ პროგრამის წარმატებისთვის ცოტა მსხვერპლი არ გაიღო. ჩინეთში სერიოზული გენდერული დისბალანსია და მოსახლეობა სწრაფად ბერდება. ქუჩაში გასულიც კი შედარებით იშვიათად დაინახავთ ბავშვს.

ჩინეთში ბავშვები, განსაკუთრებით კი ვაჟი ძალიან უყვართ. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ ბავშვი ოჯახში ლამის გაღმერთების ობიექტი გახდა, მით უმეტეს, რომ ოჯახების უმრავლესობას მართლაც ერთადერთი შვილი ჰყავდა და დღემდე ასეა. ბავშვები იქ ნამდვილ პატარა იმპერატორებად იქცნენ. მშობლები მათ ნებისმიერ კაპრიზს ასრულებენ და საკუთარ თავს ბევრ რამეს უკრძალავენ მათ სასარგებლოდ. ხანდახან ასეთი განებივრება ტრაგიკულ შედეგებამდეც კი მიდის. მაგალითად, 2014 წლის იანვარში 13 წლის განებივრებულმა გოგონამ დედა აიძულა, ორსულობის მე-13 კვირაში აბორტი გაეკეთებინა და მისთვის დედმამიშვილი არ გაეჩინა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით დაემუქრა.

ვინც ცდილობდა კანონისთვის გვერდის ავლას, ჰონკონგში მიდიოდა შვილის გასაჩენად, სადაც საკუთარი კანონმდებლობა აქვთ. იხილეთ სრულად