ოსიმენი სკანდალში გაეხვია - რა გააკეთა ფეხბურთელმა ღამის კლუბში, როცა მას გულშემატკივარი ვიდეოს უღებდა
ოსიმენი ღამის კლუბში სკანდალში გაეხვია
როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ახალგაზრდა ფორვარდი ნეაპოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა, რა დროსაც შეამჩნია, რომ გულშემატკივარი მას ვიდეოს უღებდა, აღნიშნული ფაქტით გაღიზიანებული ოსიმენი კი მისკენ გაიწია და მობილური წაართვა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ფორვარდი ფინანსური ჯარიმით დაისაჯოს.