ვინ არიან პარიზის ოლიმპიადის ყველაზე ლამაზი და სექსუალური სპორტსმენები
ოლიმპიადა დასრულდა და შედეგებიც შეჯამდა. ტრადიციულად, მაყურებლებმა და მედიამ ოლიმპიადის ყველაზე ლამაზი სპორტსმენებიც დაასახელეს.
მამაკაცებს შორის პირველი, რა თქმა უნდა, წლის უპირობო ვარსკვლავი, იტალიელი მოცურავე თომას ცეკონია, რომელსაც იტალიელი ღმერთკაციც უწოდეს განსაკუთრებული გარეგნობის გამო, თუმცა მისი მეტსახელი ზვიგენია. 23 წლის მოცურავემ გარეგნობის გარდა, სპორტული მიღწევებითაც მიიპყრო ყურადღება და ოქროს მედალიც დაიმსახურა. და კიდევ - ოლიმპიური სოფლის პირობებით უკმაყოფილოს გარეთ, სკამზე ეძინა ხოლმე ან - ბალახზე.
გოგონებს შორის კი ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიპყრო ყურადღება, პარაგვაელი მოცურავე, 20 წლის ლუანა ალონსო იყო, რომელიც სამწუხაროდ, მალევე გამოვარდა ასპარეზობიდან და ისე განიცადა ეს ამბავი, გამოაცხადა, რომ საერთოდ დაასრულებს კარიერას.