რეპერობიდან - ოლიმპიადის სახემდე: რა ქონებას ფლობს სნუპ დოგი | Allnews.Ge

რეპერობიდან - ოლიმპიადის სახემდე: რა ქონებას ფლობს სნუპ დოგი

სნუპ დოგმა წარმატებით მოახდინა საკუთარი თავის რებრენდინგი, თავი შეაყვარა ახალ თაობას და მუსიკის გარდა, მთელს მსოფლიოში გააფართოვა თავისი ბიზნეს ინტერესები. დღეს საკულტო რეპერის ქონება 165 მილიონი დოლარია. თუმცა, მან ყველაფერი ძალიან პატარა ასაკში რეპერობით დაიწყო.

მუსიკის გარდა, სნუპის იმპერია მოიცავს ინვესტიციებს სხვადასხვა ინდუსტრიებში, როგორიცაა საკვები, ტექნიკა, კანაფი და საკუთარი ბრენდირებული პროდუქტების წარმოებაც კი.

453864489-1261476894836013-318257397816693828-n-1723286928-1723363908.jpg

ის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსია, რომელიც ყველას უყვარს. “მას მტრები არ ჰყავს,“ - ხუმრობენ კიდეც ინტერნეტში სნუპის მსმენელები. მილენიალების ხატმა - განგსტერმა რეპერმა იმიჯი შეიცვალა, მავნე ჩვევებზე უარი თქვა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სახე გახდა. The Drop It Like It's Hot-ის ავტორი ოლიმპიადიდან NBC-ის სპეციალური კორესპონდენტიც კი იყო. როგორც ჩანს, სნუპ დოგის მონაწილეობა NBC-ის ოლიმპიურ გაშუქებაში მხოლოდ მის ენთუზიაზმზე დაყრდნობით არ ხდება.

ნიუ-იორკში მცხოვრებმა ბიზნესმენმა და Forbes-ის 30 წლამდელთა ჯილდოს მფლობელმა ჰენრი ლ. მაკნამარამ, ცოტა ხნის წინ X-ზე დაწერა: “სნუპს დღეში 500 000 დოლარს უხდიან იქ ყოფნისთვის. პლუს სახარჯო თანხა“.

გრემზე ნომინირებული არტისტი პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, 26 ივლისს ჩავიდა და 11 აგვისტომდე დარჩება. იხილეთ სრულად