"რას ვიფიქრებდი, ასეთი გლობალური თუ გახდებოდა..." - ვინ შექმნა და რა არის სინამდვილეში "დუბაის შოკოლადი", რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა? | Allnews.Ge

"რას ვიფიქრებდი, ასეთი გლობალური თუ გახდებოდა..." - ვინ შექმნა და რა არის სინამდვილეში "დუბაის შოკოლადი", რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა?

უხეში, ხრაშუნა და უჩვეულო შიგთავსებით გაჟღენთილი შოკოლადი, რომელიც მსოფლიოში ვირუსულად გავრცელდა, „დუბაის შოკოლადის“ სახელით ცნობილი საკონდიტრო ნაწარმია.

პროდუქტი დუბაიში მდებარე ხელნაკეთი შოკოლადის მაღაზია Fix Dessert Chocolatier-ს ეკუთვნის, რომელიც 2021 წელს 38 წლის სარა ჰამუდამ შექმნა.

მისი თქმით, ამ პროდუქტის შექმნა ორსულობის პერიოდს უკავშირდება. ამბობს, რომ ფეხმძიმობისას უცნაური გემოებისადმი მოთხოვნილებები გაუჩნდა და სწორედ ამის შედეგად შეიქმნა მრავალფეროვანი არომატების მქონე "დუბაის შოკოლადი".

სარა ჰამუდას თქმით, მოვლენების ამგვარ განვითარებას არ ელოდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ინფლუენსერმა მარია ვეჰერამ "ტიკ-ტოკზე" გამოაქვეყნა ASMR ვიდეო, თუ როგორ მიირთმევს მწვანე გულსართიან შოკოლადს მანქანაში.

ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და მილიონობით ნახვა დააგროვა. იხილეთ სრულად