მან სხვების ბინძური სახლების დალაგებით მილიონები იშოვა... - გამაოგნებელია, მაგრამ მის მისვლამდე ადამიანები ამ ნაგავში ცხოვრობენ
ამ ფინელ გოგონას უცნაური ჰობი აქვს - სახლის დალაგება, მისი თუ სხვისი, არ აქვს მნიშვნელობა. აური კანანენი (ფსევდონიმით აურიკატარინა) პატარაობიდანვე სისუფთავეში ცხოვრებას მიეჩვია. სისუფთავისა და დალაგების სიყვარული მას მთელი ცხოვრების მანძილზე თან დაჰყვება და "ქლინინგი" მისი, შეიძლება ითქვას, გატაცებაა. აურიკა მზად არის, სახლის დალაგებაში და დასუფთავებაში არა მხოლოდ ოჯახის წევრებს დაეხმაროს, არამედ მისთვის სრულიად უცხო ადამიანებსაც კი.
აურის მეზობლები საოცარ სიბინძურეში ცხოვრობდნენ. კარგა ხანს უყურებდა მათ სახლს და უკვირდა, როგორ ცხოვრობდნენ ასე.ერთხელაც ისე მოხდა, რომ მეზობელმა ძაღლის დატოვება სთხოვა, თავად რამდენიმე დღით მივლინებაში წავიდა. აურიმ გადაწყვიტა, სახლი დაელაგებინა.
აურიმ ვიდეო ტიკ ტოკზეც გამოაქვეყნა. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ალაგებს გოგო სახლს, ყრის ნაგავს და წმენდს ჭუჭყს...როდესაც ძაღლის პატრონი დაბრუნდა და სახლში შევიდა, შოკში იყო, არ სჯეროდა, რომ საკუთარ საცხოვრებელში იმყოფებოდა. იხილეთ სრულად