“ზომბი ვირუსი“, რომელიც თითქმის 50 000 წლის განმავლობაში გაყინული იყო, ახლახანს გაცოცხლდა - რას აცხადებენ მეცნიერები | Allnews.Ge

“ზომბი ვირუსი“, რომელიც თითქმის 50 000 წლის განმავლობაში გაყინული იყო, ახლახანს გაცოცხლდა - რას აცხადებენ მეცნიერები

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ახ­ლა­ხანს გა­ცო­ცხლდა “ზომ­ბი ვირუ­სი“, რო­მე­ლიც არ­ქტი­კა­ში თით­ქმის 50 000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ყი­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ამის მი­ზე­ზად გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­ქტი­კის ზო­გი­ერთ უბან­ში ყი­ნუ­ლის დნო­ბა სა­ხელ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მუდ­მი­ვი ყინ­ვა ნი­ა­დაგ­ში არ­სე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის არა­ს­ა­სი­ცო­ცხლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს. არ­ქტი­კა­ზე, ზო­გი­ერ­თი რე­გი­ო­ნი ბოლო გამ­ყინ­ვა­რე­ბის პე­რი­ო­დი­დან არის ყი­ნუ­ლო­ვა­ნი მა­სით და­ფა­რუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს რომ მას­ში “და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლია“ უძ­ვე­ლე­სი ვირუ­სე­ბიც.

გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას­თან ერ­თად კი “ზომ­ბი ვირუ­სე­ბის­თვის“ სის­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

უძ­ვე­ლე­სი ვირუ­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში და პო­ტენ­ცი­უ­რად მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბია, რო­მელ­მაც გა­მოღ­ვი­ძე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას ადა­მი­ა­ნებ­სა და ცხო­ვე­ლებს.

“ბევ­რი რამ ხდე­ბა მუდ­მივ ყი­ნუ­ლო­ვან სა­ფარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლი­ფორ­ნი­ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის NASA-ს რე­აქ­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის კლი­მა­ტის მეც­ნი­ერ­მა, კიმ­ბერ­ლი მა­ი­ნერ­მა CNN-თან სა­უბ­რი­სას. იხილეთ სრულად