როგორ გახდა ჯენიფერ ენისტონი ჰოლივუდის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი? | Allnews.Ge

როგორ გახდა ჯენიფერ ენისტონი ჰოლივუდის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი?

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავი, ჯენიფერ ენისტონი დღეს უზარმაზარ ქონებას ფლობს.

კინოპროდიუსერები და ცნობილი ბრენდები 55 წლის მსახიობთან ათწლეულების განმავლობაში მუშაობენ და საკმაოდ დიდი ანაზღაურებასაც უხდიდნენ.

საინტერესოა, როგორ გამიუმუშავა მან მილიონები?

ანისტონის კარიერის აღმასვლა სიტკომ “მეგობრებში“ მონაწილეობით დაიწყო. ფენომენად იქცა მისი ვარცხნილობაც კი. მას თაყვანს სცემდნენ ქალები და მამაკაცები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ანისტონი სიტკომში 1994 წლიდან 2004 წლამდე თამაშობდა. 2002 წელს ენისტონი და მისი მეგობრები სიტკომის ყოველი სეზონის ბოლოს 1 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდნენ.

ჯენიფერ ანისტონი დღემდე გამოიმუშავებს Friends -სგან ფულს. 2024 წელს თანხა 1,8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

გარდა ამისა, მან მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა მხატვრულ ფილმებში.

2006 წელს ენისტონმა ვინს ვონთან ერთად ითამაშა ფილმში The Break-Up, რომელმაც სალაროებში 205 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. იხილეთ სრულად