ოთხი მიზეზი, რის გამოც ყოველწლიურად მსოფლიოში 19 მილიონი ადამიანი კვდება | Allnews.Ge

ოთხი მიზეზი, რის გამოც ყოველწლიურად მსოფლიოში 19 მილიონი ადამიანი კვდება

თამბაქო, ალკოჰოლი, წიაღისეული საწვავი და ულტრადამუშავებული საკვები ყოველწლიურად კლავს 2,7 მილიონ ევროპელს.

ოთხი პროდუქტი - თამბაქო, ალკოჰოლი, წიაღისეული საწვავი და ულტრა-დამუშავებული საკვები - ევროპაში ყოველწლიურად დაახლოებით 2,7 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზია. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ბიუროს წარმომადგენლები.

ექსპერტების აზრით, სწორედ ეს მავნე ფაქტორები ახდენს გავლენას პოლიტიკურ და სამართლებრივ კონტექსტზე და ხელს უშლის ჯანმრთელობის გამაუმჯობესებელ ღონისძიებებს. ეს ხდება იმის შიშით, რომ ვინც ამ პროდუქციის დისტრიბუციით სარგებლობს, მოგების გარეშე დარჩება.

ჯანმო-მ დაამატა, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად 19 მილიონი ადამიანი იღუპება ამ მიზეზების გამო. ეს არის გარდაცვალების ყველა შემთხვევის 34%. იხილეთ სრულად