დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველო-მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებზე მოსმენა გაიმართება
დღეს, 23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართება.
მოსმენა კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა მოიწვია. ის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
მომხსენებლები იქნებიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კრისტოფერ სმიტი; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე ალექსანდრე სოკოლოვსკი.