“თქვენს პრეზიდენტად მსახურება უდიდესი პატივი იყო...“ - რატომ მოხსნა ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა?
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის.
“თქვენს პრეზიდენტად მსახურება უდიდესი პატივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი კანდიდატის ხელახლა წარდგენა იყო, პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია ჩემი გადადგომა და მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე ფოკუსირება დარჩენილი ვადის განმავლობაში“, - წერს 81 წლის ბაიდენი X-ზე.“
დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის თქმით, მისი გადაწყვეტილების დეტალებზე ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს დეტალურად გაესაუბრება
ამ ნაბიჯით მან გზა გაუხსნა ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს. სავარაუდოდ, სწორედ ის ცდის არჩევნებში ბედს.
reuters -ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერ კიდევ შაბათს საღამოს, ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დარჩენას გეგმავდა, თუმცა “ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა“.
"დღეს დაახლოებით 13:45 საათზე: პრეზიდენტმა თავის გუნდს განუცხადა, რომ გადაიფიქრა", - ავრცელებს სააგენტო წყაროზე დაყრდნობით.