"უთხრეს, რომ ვერასოდეს დაორსულდებოდა, თუმცა.." - აზიის უმდიდრესი ქალი, რომელმაც 17 ათას ინდოელს სოფელი აუშენა: ამბანების "პირველი ლედის" ზღაპრული ცხოვრება | Allnews.Ge

"უთხრეს, რომ ვერასოდეს დაორსულდებოდა, თუმცა.." - აზიის უმდიდრესი ქალი, რომელმაც 17 ათას ინდოელს სოფელი აუშენა: ამბანების "პირველი ლედის" ზღაპრული ცხოვრება

ინ­დო­ეთ­ში მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის, მუ­კეშ ამ­ბა­ნის ვა­ჟის, 29 წლის ანანტ ამ­ბა­ნი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია Encore Healthcare Viren Merchant-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის, 29 წლის რა­დი­კა მერ­ჩან­ტის ქორ­წი­ლი დას­რულ­და. ქორ­წი­ლი ოთხ თვე­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და და სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ოჯახს დღე­სას­წა­უ­ლი 300-600 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე და­უჯ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა პა­ტარ­ძლის დე­დამ­თი­ლი, მუ­კეშ ამ­ბა­ნის ერ­თა­დერ­თი ცოლი ნიტა ამ­ბა­ნი, ქალი, რო­მე­ლიც სა­ქორ­წი­ნო რი­ტუ­ა­ლე­ბის დროს, პა­ტარ­ძალ­ზე დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და. ნიტა ამ­ბა­ნის ჩაც­მუ­ლო­ბა­სა და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას უცხო­ურ­მა მე­დი­ებ­მა არა­ერ­თი სტა­ტია მი­უ­ძღვნეს.

449068621-1015244286984721-8134632968273839856-n-51513-1721480164.jpg

ინ­დო­ეთ­ში დე­დამ­თი­ლის კულ­ტია, ამი­ტომ ნი­ტას ყვე­ლა გა­მო­ჩე­ნა გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ვიდ­რე ნეფე-პა­ტარ­ძა­ლის.

-0:09 ნიტა ამ­ბა­ნის შე­სა­ხებ წე­რენ, რომ მისი სამ­კა­უ­ლე­ბის კო­ლექ­ცია კა­რა­ტებ­ში კი არა, კი­ლოგ­რა­მებ­ში იზო­მე­ბა და შე­საძ­ლოა, ერთ ტო­ნა­საც აღ­წევ­დეს. ქალს ძა­ლი­ან უყ­ვარს ლალი, ზურ­მუხ­ტი და ბრი­ლი­ან­ტე­ბი.

სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბე­ბი ინ­დო­ეთ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი დე­დამ­თი­ლის შე­სა­ხებ

ნიტა ამ­ბა­ნი 1963 წლის 1 ნო­ემ­ბერს მუმ­ბა­ი­ში სა­შუ­ა­ლო კლა­სის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ნარ­სი მონ­ჯის კო­მერ­ცი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კის კო­ლე­ჯი ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხით კო­მერ­ცი­ა­ში. მას ასე­ვე შეს­წავ­ლი­ლი აქვს ბჰა­რა­ტა­ნა­ტი­ა­მი - ინ­დუ­რი კლა­სი­კუ­რი ცეკ­ვის ჟან­რი. პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და მას­წავ­ლებ­ლად. ერთ-ერთი გა­მოს­ვლის დროს ნიტა მო­მა­ვალ­მა მა­მამ­თილ­მა, დი­რუ­ბაი ამ­ბან­მა შე­ამ­ჩნია. შემ­დეგ კი მო­მა­ვა­ლი ქმა­რი მუ­კე­ში გა­აც­ნო.

წყვი­ლი მალე და­ახ­ლოვ­და, ერთ დღეს მან­ქა­ნის მარ­თვი­სას, მუმ­ბა­ის სა­ცო­ბე­ბით სავ­სე გზის შუ­ა­გულ­ში, მუ­კეშ­მა ნი­ტას და­უ­ფიქ­რებ­ლად ჰკი­თხა: "გა­მომ­ყვე­ბი ცო­ლად? მი­თხა­რი, კი თუ არა, ახ­ლა­ვე, მან­ქა­ნა­ში". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო, ნი­ტამ უპა­სუ­ხა "დიახ..."

untitled-design-16-2024-03-42225da67b71fddb553639f21213768e-51565-1721480179.webp

1985 წლის 8 მარტს მუ­კეშ და ნიტა ამ­ბა­ნე­ბი და­ქორ­წინ­დნენ. შვი­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით მათი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო. მისი სამ­კა­უ­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, სა­რი­თა და მა­კი­ა­ჟით დას­რუ­ლე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ფე­რი სა­უბ­რობ­და ნიტა ამ­ბა­ნის - დე­და­მი­წის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის მე­უღ­ლის უბ­რა­ლო­ე­ბა­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბა­ზე.

ნი­ტა­სა და მუ­კეშს სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ: ტყუ­პე­ბი აკა­ში და იშა და ვაჟი ანან­ტი. ყვე­ლა მათ­განს ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვს.

ნიტა Reliance Foundation-ის თავ­მჯდო­მა­რეა, რო­მე­ლიც თა­ვად და­ა­არ­სა. ქალ­მა ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ქმრის ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის - ჯამ­ნა­გა­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა სოფ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. სო­ფელ­ში 17 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, სა­დაც გა­შე­ნე­ბუ­ლია ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბი ასი­ა­თა­სო­ბით მან­გოს ხე­ე­ბით. იხილეთ სრულად