"უდაბნოში ფეხშიშველები მიდიოდნენ, დედა ორსულად იყო, ხალხი კვდებოდა და ადგილზევე მარხავდნენ" - ნიკო უილიამსის ოჯახის უმძიმესი გზა: მშობლების თავგანწირვისა და შვილების ტრიუმფის ამბავი | Allnews.Ge

"უდაბნოში ფეხშიშველები მიდიოდნენ, დედა ორსულად იყო, ხალხი კვდებოდა და ადგილზევე მარხავდნენ" - ნიკო უილიამსის ოჯახის უმძიმესი გზა: მშობლების თავგანწირვისა და შვილების ტრიუმფის ამბავი

2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­მა მსოფ­ლი­ოს ფეხ­ბურთს არა­ერ­თი ვარ­სკვლა­ვი აჩუ­ქა, მათ შო­რის არის ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის შემ­ტე­ვი, 22 წლის ნიკო უი­ლი­ამ­სი, რო­მელ­მაც ოჯახ­თან ერ­თად, ურ­თუ­ლე­სი გზა გა­ი­ა­რა.

ნი­კოს უფ­რო­სი ძმა, ინა­კიც ფეხ­ბურ­თე­ლია. მათი ამ­ბა­ვი კი მშობ­ლე­ბის თავ­გან­წირ­ვი­სა და შემ­დეგ, შვი­ლე­ბის ტრი­უმ­ფის ის­ტო­რი­აა. ოჯა­ხის სამ­შობ­ლო გა­ნაა. მშობ­ლებ­მა, ფე­ლიქს უი­ლი­ამსმა და მა­რია არ­თუ­ერ­მა უმე­ტეს­წი­ლად ფეხ­შიშ­ვე­ლებ­მა გა­და­ლა­ხეს ფე­ხით მცხუნ­ვა­რე სა­ჰა­რის უდაბ­ნო იმის­თვის, რომ უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დით ეს­პა­ნე­თამ­დე ჩა­ეღ­წი­ათ. იმ დროს ქალი ნი­კოს ძმა­ზე იყო ორ­სუ­ლად.

niko3-50597-1721298242.webp

ნიკო და ინა­კი დე­დას­თან ერ­თად

მათ გზის ნა­წი­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით და­ფა­რეს, შემ­დეგ ფე­ხით მი­დი­ოდ­ნენ. ხალ­ხი ვერ უძ­ლებ­და და გზა­ში კვდე­ბოდ­ნენ, გარ­დაც­ვლი­ლებს გზა­ში­ვე მარ­ხავ­დნენ, იყო ქურ­დო­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, არც წყა­ლი, არც საკ­ვე­ბი, სა­ში­ნე­ლი გზა გა­მო­ი­ა­რეს", - უამ­ბო მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ "გარ­დი­ანს" ინაკ­მა.

niko4-50685-1721298274.webp

ნი­კომ ევ­რო­პის ჩემმ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბა მა­მას მი­უ­ძღვნა, კაცს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ირ სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებ­და შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის­თვის. ბილ­ბა­ოს "ატ­ლე­ტი­კის" გა­რე­მარ­ბი ამ­ბობს რომ მისი წარ­მა­ტე­ბა მშობ­ლე­ბის და უფ­რო­სი ძმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. იხილეთ სრულად