"ფორმულა 1"-ის ლეგენდა, ძმა, რომელმაც აღიარა, რომ გეია, შვილები და მეუღლე, რომელმაც ქმრისთვის ყველაფერი დათმო
ლეგენდარული მიხაელ შუმახერი 2013 წელს მომხდარი სათხილამურო ტრაგედიის შემდეგ სიცოცხლისთვის იბრძვის და რეაბილიტაციის კურესებს გადის. ის მედიასთან არ თანამშრომლობს, მისი მეუღლე კი იშვიათად აქვეყნებს მრბოლელის შესახებ სიახლეებს.
მიხაელის ძმამ, 49 წლის რალფმა კი ახლახანს მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის, უმცროსმა ძმამ "ინსტაგრამზე" პარტნიორთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და აღიარა, რომ მასთანსასიყვარულო ურთიერთობა აქვს.
"ყველაზე მშვენიერი ცხოვრებაში ისაა, როცა გვერდით შესაფერისი პარტნიორი გეგულება და მასთან ყველაფრის გაზიარება შეგიძლია", - წერს შუმახერი.
სწორედ მისმა განცხადებამ დააბრუნა შუმახერების ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
მიხაილის ცოლი - კორინა კი ყველაზე გავლენიანი ადამიანია შუმეხერების ოჯახში, რომელმაც ქმრის გამო ყველაფერი დათმო და მთელ დროს მხოლოდ მის ახლობლებზე ზრუნვისთვის ანაწილებს.
MailOnline-მა დაწვრილებით დაათვალიერა "ფორმულა 1"-ის ჩემპიონის პირადი ცხოვრება და ოჯახური კულისები.
მაიკლ შუმახერი - "ფორმულა 1"-ის ლეგენდა, ტრაგედია სათხილამურო ტრასაზე და ცოლის ურყევი სიყვარული, რომელიც მისთვის დღემდე იბრძვის
გერმანელმა ლეგენდამ 1994-2004 წლებში მოიგო შვიდი მსოფლიო ჩემპიონატი. თუმცა, 2013 წლის 29 დეკემბერს, მისი ცხოვრება მყისიერად შეცვალა ტრაგიკულმა შემთხვევამ. შუმახერმა, რომელიც 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ოსტატურად მართავდა მსოფლიოს ყველაზე სწრაფ და სახიფათო მანქანებს, 43 წლის ასაკში, 2012 წელს კარიერა დაასრულა.
ერთი წლის შემდეგ, საფრანგეთის ალპებში სრიალისას კლდეს შეეჯახა, რამაც თავის კრიტიკული დაზიანებები გამოიწვია. მას თავის ტვინზე ორი ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ 2014 წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში, კომაში იმყოფებოდა. სპორტის ლეგენდა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა დღემდე გადის რეაბილიტაციას და ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოლის დახმარება ესაჭიროება. ის დღემდე შვეიცარიაში მდებარე ვილაში ცხოვრობს.
რალფ შუმახერი - “სკანდალური“ ძმა, რომელმაც F1-ის მწვერვალს მიაღწია, დაქორწინდა Playboy-ის მოდელზე და შემდეგ განაცხადა, რომ გეი ურთიერთობაშია. იხილეთ სრულად